ანტალიაში შეკრებაზე მყოფმა „სოხუმმა“ პირველი საკონტროლო მატჩი
გამართა და ადგილობრივი „მურადფაშა“ 103:74 დაამარცხა. ეს გახლდათ პირველი სპარინგ–შეხვედრა, რის შემდეგაც ვაჟა კვარაცხელიას გაწვრთნილი გუნდი
კიდევ 2 მატჩს გამართავს.
სოხუმელთა სადღეისო მეტოქე თურქეთის მესამე დივიზიონის ლიდერი
გახლდათ. თუმცა „მურადფაშამ“ ჩვენებური გუნდის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო.
სოხუმელთაგან ყველაზე შედეგიანი ლაშა ფარღალავა იყო, რომელმაც 27 ქულა დააგროვა. ირაკლი
სორდიამ 19 ქულას მოუყარა თავი, იუჯინ ჰარისმა – 18, რიჩარდ დამუსმა – 14, ირაკლი
შანიძემ – 11, თემურ კანკიამ კი 7.
სოხუმელთა შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა გუნდის ახალწვეულს, სუპერლიგის პირველ
წრეში სტუ–ში მოთამაშე ზვიად ანთაძეს.
„სოხუმი“ ანთალიაში 15 იანვრამდე დარჩება და კიდევ 2 საკონტროლო მატჩს
გამარტავს – მეორე ლიგის კეპერბეისფორთან“ და უმაღლესი ლიგის „ბუიუქ ზეჰირთან“.
თენგიზ პაჭკორია (სოხუმის პრეს–ატაშე) ანთალიიდან