ტურის ცენტრალურ მატჩში აუტსაიდერები ხვდებოდნენ და ინტრიგაც ეს იყო.
„სოხუმსა“ და „სამედიცინო–აკადემიას“ შორის ფაქტობრივად პლეი ოფის საგზური
თამაშდებოდა. სოხუმელებმა დაძაბულ ბრძოლაში იმარჯვეს და საპლეიოფო ზონაში გამაგრდნენ.
შეხვედრის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა, როცა სოხუმელთა ლიდერმა ბუბა
ბერიშვილმა სირენამდე 20 წამით ადრე ჩაგდებული სამქულიანით თავისიანები 61:59
დააწინაურა. საპასუხო შეტევაში მედიკოს–აკადემიელთა უკანახაზელმა მერაბ
ბოქოლიშვილმა გამთანაბრებელი სროლა გააცუდა, ბურთი მისიანმა ლევან ელიაძემ მოხსნა,
მაგრამ გარბენი გააკეთა და სოხუმელების გამარჯვებაც გაფორმდა.
შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და შესაბამისად მწირექულიანი გამოდგა.
სოხუმელებს თემურ კანკიან, ბუბა ბერიშვილმა და ორმაგი დუბლის მიმთვლელმა გიგა
კვეტენაძემ ულიდერეს. ხოლო დამარცხებულთაგან მერაბ ბოქოლიშვილი ასცდა მხოლოდ
ათქულიან ზღვარს და თავი 19 ქულას მოუყარა.
ტურის დანარჩენ მატჩებში ყველაფერი ლოგიკას დაემორჩილა. შინაგან
საქმეთა სამინისტროს გუნდმა „ჭიათურას“ 30 ქულით – 98:68 მოუგო. არჩილ ჟღენტის
გუნდმა თავიდანვე რომ მოიპოვა ლიდერობა, ზედმეტი ძალისხმევის შედეგად ინარჩუნებდა
და ზრდიდა მას. საკითხავი ის იყო, რა სხვაობით აჯობებდა შსს და საბოლოოდ
ძალოვნებმა 30 ქულით იმარჯვეს.
დღის ბოლო მატჩი შედარებით დაძაბილი აღმოჩნდა. „დინამო“ მთელი თამაშის
მანძილზე აგებდა აგრარული უნივერსიტეტის გუნდთან, თუმცა წინა მატჩისგან
განსხვავებით ლიდერის წამოწევის შანსს ბოლო მეოთხედამდე ინარჩუნებდა. პირველი წრის
შემდეგ სსაუ–დან „დინამოში“ გადასული გიორგი ხანიაშვილი, რომელმაც საბოლოოდ 31
ქულას მოუყარა თავი, თავის ყოფილ გუნდს დაარხეინების საშუალებას არ აძლევდა.
გაიჭრებოდა სსაუ წინ 10–15 ქულით და „დინამო“ სხვაობას ამცირებდა. ბოლო მეოთხედში
დინამოელები 7 ქულითაც კი მიუახლოვდდნენ მეტოქეს (81:88), მაგრამ აგრარელთა
ლიდერებმა ბექა წივწივაძემ (24 ქულა) და რიჩარდ (მათიაშვილმა) მალევე დაგაუწყვიტეს
თავის გუნდს გამარჯვება. სსაუ–მ ბოლო 5 წუთში იმედი საბოლოოდ გადაუწურა „დინამოს“
და ამ მოგებით მეორე ადგილზე გადაინაცვლა.
აგრარული უნივერსიტეტის გუნდმა იმის ხარჯზე, რომ თსუ–მ ამ ტურში
„ენერჯი–ინვესტთან“ წააგო, მეორე ადგილზე გამაგრდა. სსაუ–ს მომდევნო, 27 თებერვალს
გასამართ ტურში სერიოზული გამოცდა ელის. მიხეილ კობეშავიძის გუნდი მე–14 ტურის
ცენტრალურ მატჩში სპორტის სასახლეში „ბათუმს“ ეთამაშება.

აგრარული უნივერსიტეტის გუნდი იმის ხარჯზე, რომ თსუ–მ ამ ტურში