5 თებერვალს თბილისში აინარს ბაგატსკისი ჩამოვა. ლატვიის ეროვნული ნაკრების მოქმედი მთავარი მწვრთნელი საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის გუნდ „სოხუმს“ გაწვრთნის. ეს
ამბავი დღეს, 3 თებერვალის საღამოს გადაწყდა.
ეს სიახლე სოხუმელთა აწ უყვე ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ვაჟა კვარაცხელიამ გვამცნო, რომელიც ლატვიელი სპეციალისტის ასისტენტი იქნება. სოხუმელები თავიდან
მოლაპარაკებას 2 სპეციალისტთან აწარმოებდნენ. ბაგატსკისთან და მეორე ბალტიისპირელ
მწვრთნელ, ლიტველ რიმანტას გრიგასთან, თუმცა დღეს ყველაფერს წერტილი დაესვა – აინარს ბაგატსკისი თბილისსში ჩამოვა და სოხუმურ კლუბს
ჩაიბარებს.
აინარს ბაგატსკისი 43 წლისაა, თუმცა მწვრთნელობის საკმაოდ დიდი
გამოცდილება აქვს. იგი 1985–2005 წლებში აქტიური კალათბურთელი იყო. საბჭოთა
კავშირის ჩემპიონატში ის რიგულ გუნდებში – ვეფ–სა და ასკ–ში გამოდიოდა. რაც
შეეხება მის საზღვარგარეთულ კარიერას, როგორც მოთამაშე, ის 2000–2001 წლებში
ფრანგულ „დიჟონში“ გამოდიოდა. უთამაშია, კაუნასის „ჟანგირისში“ და რუსული სუპერლიგის ეკატერინბურგულ გუნდ „ევრაზში“.
როგორც მოთამაშე, ბაგატსკისი ლატვიის ექვსგზის და ლიტვის ორგზის ჩემპიონია. იგი ლატვიის ეროვნული ნაკრების უცვლელი წევრი და ლიდერთაგანი იყო. მას
ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ლატვიის ნაკრებთან ერთად ოთხჯერ უთამაშია.
ბაგატსკისი რუსეთში თამაშისას
მისი სამწვრთნელო კარიერა 2005 წელს ლატვიის „ბარონსში“ დაიწყო. იგი წვრთნიდა ასევე კაუნასის „ჟალგირისს“,
ლატვიის „ვალმეირას“, ხოლო შარშანდელ სეზონში რუსული სუპერლიგის გუნდ
კრასნოიარსკის „ენისეის“ თავკაცობდა. 2010 წლის თებერვლიდან ბაგატსკისი ლატვიის
ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია, სადაც მისი ასისტენტი წარსულში ცნობილი
ლატვიელი კალათბურთელი რობერტას შტელმახერსია.
აინარს ბაგატსკისი 5 თებერვალს, გამთენიისას, თბილისში იქნება და
შესაძლოა, ამავე დღეს „სოხუმს“ სუპერლიგის მორიგი ტურის მატჩში სსაუ–ს
წინააღმდეგაც უთავკაცოს.