აგრარულმა უნივერსიტეტმა მორიგი ტურის ცენტრალურ მატჩში „ბათუმი“ 75:62
დაამარცხა, რითაც ცხრილში მეორე ადგილი გაიმყარა. ხოლო ბათუმელებმა ისევ ვერ
მოახერხეს პრინციპული მატჩის მოგება და მესამე ადგილზე გადასვლის შანსები
მინიმუმამდე შეიმცირეს.
შეხვედრას თანაბარი ეთქმოდა, თუმცა აგრარული უნივერსიტეტი თითქმის სულ
წინ იყო. ხოლო ბოლო წუთებზე, როცა მატჩის ბედი წყდებოდა, თბილისელებმა მეტი
მობილიზება გამოავლინეს და ბათუმელები დამაჯერებლად – 75:62 დაამარცხეს.
გამარჯვებულებს ულიდერა გუნდის კაპიტანმა ბექა წივწივაძემ, რომელმაც 25
ქულა და 7-7 მოხსნა-პასი მიითვალა. ფარის ბატონ-პატრონი კი რიჩარდ მათიაშვილი იყო,
რომელმაც 19 ქულა და 15 მოხსნა მოაგროვა. რაც შეეხება ბათუმელებს, მათი ლიდერი,
მიმდინარე სუპერლიგის საუკეთესო მომხსნელი დავით იმნაძე მოკრძალებულ ორმაგ დუბლს
დასკერდა – 14 ქულა, 10 მოხსნა.
მომდევნო მატჩში ერთმანეთს შსს და „სამედიცინო-აკადემია“ შეხვდნენ და
შედეგიც ლოგიკური დაფიქსირდა. ანუ შედარებით ძლიერმა და ცხრილში მაღლა მყოფმა „ძალოვნებმა“
17-18 წლის მოთამაშეებით დაკომპლექტებულ „სამედიცინო-აკადემიას“ მოუგეს.
თუმცა ვერ ვიტყვით, თამაში უინტერესო იყოო, რადგან ახალგაზრდული ჟინით
და შეუპოვრად მოთამაშე მედიკოს-აკადემიელები ბოლომდე არ ნებდებოდნენ და ბოლო
მეოთხედში მეტოქეს 7 ქულით მიუახლოვდნენ, მაგრამ საბოლოოდ ძალამ თავისი გაიტანა და
არჩილ ჟღენტის გუნდმა დაგეგმილი გამარჯვება მოპიპოვა.
შსს-ს გიორგი ნიკოლაძემ ულიდერა 24 ქულით, ხოლო სერგო ათუაშვილმა 20
ქულა მიითვალა. დამარცხებულებში კი აკაკი ლომოური გამოირჩა 15 ქულით.
ტურის ბოლო მატჩში აუტსაიდერები – “ჭიათურა” და “დინამო” შეხვდნენ, თუმცა ბრძოლა მხოლოდ პირველ ტაიმში შედგა. მერე კი დინამოელებმა ყველა კომპონენტში აჯობეს იმერლებს და მორიგი გამარჯვება მიითვალეს.
მე–14 ტურის მატჩების სტატისტიკა: http://www.superleague.ge/calendar.php?round=2&tour=5