საქართველოს თასის გათამაშება. საკვალიფიკაციო ეტაპი. რუსთავი. 26 იანვარი
დინამო 78:96 სსაუ
14:21 13:23 19:24 32:28
დინამო: ივანეიშვილი (4), ეძგვერაძე (7), პატარაია (12), თვაური (6), გლუნჩაძე (2), ცაგარეიშვილი (3), ალხანაიძე (14), გულდედავა (2), ჩაველაშვილი (28)
სსაუ: ტეტელაშვილი (18), ბააკაშვილი (5), ნანიტაშვილი (15) კანდელაკი (2), ჩაჩანიძე (8), ხანიაშვილი (13), გემაზაშვილი (9ქ, 10მ), ჯავახიშვილი (8ქ, 14მ), მუმლაძე (11), არწივიძე (7)
მსაჯები: მაკა კუპატაძე, გურამ მიქელაძე
კომისარი: თენგიზ ქიქოძე
გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა აგრარული უნივერსიტეტის გუნდმა დავით თორთლაძის „დინამო“ ზედმეტი გართულებების გარეშე დაამარცხა და თასის გათამაშების მეოთხედფინალისთვის მატჩში ხვალ სტუ–ს შეხვდება. აგრარელებმა „დინამო“ 18 ქულის სხვაობით – 96:78 დაამარცხეს.
მატჩი დაძაბული არ ყოფილა. კაზანჯიანის გუნდმა თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა და 15–20 ქულიან ლიდერობას სტაბილურად ინარჩუნებდა. პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშში სხვაობა უკვე 17 ქულა იყო, ხოლო მესამე მეოთხედის ბოლოს სსაუ 23 ქულით იყო წინ.
აგრარელებმა გუნდურად ითამაშეს. მათგან 18 ქულით ბომბარდირი გიორგი ტეტელაშვილი გახდა, ხოლო გიორგი ნანიტაშვილმა და გიორგი ნანიტაშვილმა 15–ს მოუყარა თავი. დინამოელთაგან ნიკა ჩაველაშვილი გამოირჩა, რომელმაც 28 ქულა მოაგროვა, თუმცა ამით საკუთარ გუნდს ვერაფერი უშველა.
მაშ ასე, ხვალ, 14 საათზე, რუსთავის „ქიმიკოსთა“ დარბაზში თავის გათამაშების მეოთხედფინალის საგზურისთვის სტუ და სსაუ იბრძოლებენ.