მას შემდეგ, რაც აგრარული უნივერსიტეტის
გუნდის თავკაცი სამუშაოდ „ბათუმში“ წავიდა, სსაუ მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა.
ეს ადგილი რამდენიმე დღე ვაკანტური იყო და ახლაღა გადაწყდა, რომ აგრარელებს გია
კაზანჯიანი გაწვრთნის.
კაზანჯიანი ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად
საკმაოდ გამოცდილი მწვრთნელია. ის რამდენიმე წელია, 16–წლამდელთა ნაკრებს
თავკაცობს, პარალელურად ასაკობრივსა და წინა სუპერლიგის გუნგ „სამედიცინო–აკადემიაში“
მუშაობდა. გია კაზანჯიანმა ბოლო ორი სეზონის პირველი ნახევარი სომხეთის ქალთა კლუბ
„ჰატისში“ გაატარა და ამ გუნდს დიდი წარმატება მოუტანა. ერევნული გუნდი ევროპის
ქართა ევროთასზე გამოდიოდა და ორივე სეზონში ჯგუფური ეტაპი ხომ დაძლია, პლეი ოფშიც
ღირსეულად იასპარეზა.
კაზანჯიანს ახალ გუნდ სსაუ–ში საკმაოდ
ნაცნობი მოთამაშეები დახვდება. გუნდის წევრთა უმეტესობა სწორედ კაზანჯიანის
გამოზრდილია ასაკობრივ ნაკრებსა და კლუბ „აკადემიაში“.