სტამბოლში წაგებულ მატჩში შერმადინმა 2 ქულა მიითვალა

სტამბოლში წაგებულ მატჩში შერმადინმა 2 ქულა მიითვალა

მოსალოდნელი შედეგი დაფიქსირდა ევროლიგის იმ მეოთხედფინალურ მატჩში, რომელშიც გიორგი შერმადინი მონაწილეობდა. ქართველი ცენტრის გუნდმა „ოლიმპიაკოსმა“ ევროლიგის მეოთხედფინალური სერიის საწყისი 2 მატჩი საბერძნეთში იოლად მოუგო „ეფესს“ და ნახევარფინალს 1 მოგებით მიუახლოვდა. სერიამ თურქეთში გადაინაცვლა, სადაც დიდი ალბათობით გამარჯვება „ეფესს“ ელოდა და ასეც მოხდა – სტამბოლურმა გუნდმა „ოლიმპიაკოსს“ 83:72 მოუგო და სერიაში ჩამორჩენა შეამცირა -1:2.
 

 
შერმადინმა მოედანზე 9 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 ქულა, 2 ჩაჭრა, 1  მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 3 ოქრულიანიდან 1 ჩააგდო, სხვა ღირებულების სროლა მას არ განუხორციელებია. „ოლიპიაკოსში“ 19 ქულით საუკეთესო ელის ლოუ იყო, ხოლო გამარჯვებულებს 17 ქულით ჯორდან ფარმარმა ულიდერა.
 
მოთხედფინალური სერიის მე-4 შეხვედრა ისევ სტამბოლში, 19 აპრილს გაიმართება. თუ კვლავ „ეფესი“ იმარჯვებს, მეხუთე, გადამწყვეტი მატჩი  საბერძნეთში ჩატარდება.