სტოკსმა სემინარის თეორიული ნაწილი მწვრთნელებთან შეხვედრით დაასრულა (ვიდეო)

სტოკსმა სემინარის თეორიული ნაწილი მწვრთნელებთან შეხვედრით დაასრულა (ვიდეო)

რიჩარდ სტოკსის სემინარის მეორე დღეს სასტუმრო “შერატონში” ძირითადად მეწვრთნელებს დეთმოთ, თუმც დარბაზში მსაჯები და მსაჯ-მდივნებიც მოვიდნენ. ფიბა-ევროპის სამსაჯო და საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ძირითადად იმ ასპექტებზე ისაუბრა, რომლებსაც მატჩის მსვლელობისას მწვრთნელსა და მსაჯებს შორის ხშირად აქვს ადგილი.
წინა დღის მსგავსად, სტოქსის დღევანდელი სემინარიც ნაყოფიერი, ინფორმაციულად სავსე და საინტერეს იყო. გამოცდილმა ფიბა-ევროპის ჩინოსანმა ქართველ მწვრთნელებს არაერთი ეპიზოდი უჩვენა, რითაც მათ სამართლიანი თამაშის გზა უჩვენა.
დღეს დასრულდა სტოკსის სემინრის თეორიული ნაწილი, ხვალ კი სპორტის სასახლეში პრაქტიკის ჯერი დგება. სტოქსი დაესწრება საქართველოს თასის გათამაშების ფინალს და ასაკობრივი ჩემპიონატების მატჩებს, რომლებზეც ქართველი მსაჯების მონიტორინგს განახრციელებს.