სტუ–მ “დინამო” დაამარცხა და მემორიალი დაასრულა

სტუ–მ “დინამო” დაამარცხა და მემორიალი დაასრულა

მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის მემორიალი. რუსთავი. 21 იანვარი
 
დინამო 62:68 სტუ
21:10 14:23 18:13 9:22
დიანამო: ივანეიშვილი (3), ეძგვერაძე (13), პატარაია (10), თვაური (7), გლუნჩაძე, შალიკიანი, ალხანაიძე (1), თავამაიშვილი (21ქ, 7მ), გულდედავა (2), ჩაველაშვილი (5)
სტუ: ჭოხონელიძე, ვ. ბერუაშვილი (11ქ, 12მ), ჩიკვილაძე (11), გასიტაშვილი (4), მაჩალაძე (2) თევზაძე, კობიძე (8ქ, 12მ), ჯანგველაძე (14), ლაშქარაძე (7), ძიძიგური (4), ახალკაცი (7)
მსაჯები: მაკა კუპატაძე, გურამ მიქელაძე
კომისარი: გია სანაძე
 

 
 ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდმა ქორქია–საკანდელიძის მემორიალი გამარჯვებით დაასრულა. ტექნიკოსები მატჩის უმეტესობა ჩამორჩებოდნენ დინამოელებს, თუმცა ბოლო მეოთხედში იყოჩაღეს და საბოლოოდ 6 ქულით გაიმარჯვეს.
მატჩის საწყისი მეოთხედი დინამოელებმა 21:10 მოიგეს. თუმცა თამაშის განახლების შემდეგ დავით თორთლაძის შეგირდებმა ვერ მოახერხეს მოპოვებული ლიდერობის განმტკიცება. მეორე მეოხედი უკვე სტუ–მ მოიგო, ოღონდ 9 ქულით და დინამოელებს დიდი შესვენებისთვის 2–ქულიანი უპირატესობა შერჩათ – 35:33
მესამე პერიოდში თეიმურაზ თავამაიშვილის აქტიურობით „დინამომ“ ლიდერობა გაზარდა და გადამწყვეტი მეოთხედის წინ 7 ქულით დაწინაურდა.  თუმცა სტუ–მ არ დაანება და გუნდური თამაშის წყალობით ბოლო 10 წუთი 22:9 იმარჯვა, რითაც სასურველ შედეგს მიაღწია.  შედეგად, ტექნიკოსებმა ტურნირი დაასრულეს. B ჯგუფის გადამწყვეტი შეხვედრა რუსთავის „ქიმიკოსთა“ დარბაზში 16 საათზე დაიწყება, რომელშიც „ენერჯი–ინვესტი“ და „სოხუმი“ ჯგუფიში პირველი ადგილისთვის იბრძოლებენ.