სტუ–ში საკალათბურთო სკოლა იხსნება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორატის გადაწყვეტილებით ამ სასწავლებლის ბაზაზე ყალიბდება ბავშვთა საკალათბურთო სკოლა – „სტუ–ს ეროვნული საკალათბურთო აკადემია“.
აკადემიაში მიიღებიან 8–დან 14 წლამდე ასაკის ბავშვები.
სკოლაში იმუშავებენ გამოცდილი მწვრთნელები: ნუგზარ კანდელაკი, ზურაბ ტომარაძე, ასევე ახალგაზრდა მწვრთნელებიც: ლევან მიქელაძე და ლაშა თოიძე.
ღია კარის დღე ჩატარდება 26 სექტემბერს, 13 საათზე, სტუ–ს სპორტულ დარბაზში (მისამართი: კოსტავას #77, სააკაძის მოედანი)
 
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონებზე:
 
36 53 45, 895 514042, 893 220006, 893 343525
 
საჭირო დოკუმენტები:
 
1. დაბადების მოწმობის ასლი (ნოტარიულად დამოწმებული)
2. ჯანმრთელობის ცნობა
3.ცნობა სკოლიდან
4. ანკეტა მშობლებოს ხელმოწერით
5. 2 ფოტოსურათი