სტუდენტურ დერბიში თსუ-მ იმარჯვა

სტუდენტურ დერბიში თსუ-მ იმარჯვა

თბილისის სპორტის სასახლეში დასრულდა სუპერლიგის  მეოთხეფინალური  მატჩი თსუ-სა და სტუ-ს შორის. სტუდენტურ დერბიში
თსუ-მ  97:81 იმარჯვა და სერიას 1:0 იგებს.

თსუ-ს შემადგენლობაში ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა კალათბურთელმა მიითვალა, რიჩარდ მათიაშვილმა
– 31 ქულა და 14 მოხსნა, ხოლო მიხეილ ბერიშვილმა – 19 ქულა და 10 მოხსნა. სტუ-ს რიგებში
კი 25 ქულით საუკეთესო ბექა ჩიკვილაძე გახლდათ, ხოლო ორმაგი დუბლი, 11 ქულა და ამდენივე
მოხსნა ვასო ბერუაშვილის ანგარიშზეა.