სულხანიშვილი ვილნიუსის ეტაპის სიმბოლურ ხუთეულში

სულხანიშვილი ვილნიუსის ეტაპის სიმბოლურ ხუთეულში

საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდული ლიგის ლიტვური ტური ღირსეულად დაასრულა. ნოდარ ქორქიასა და ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა, რომელმაც ვილნიუსის ტურის საწყისი 4 მატჩიდან 3 მოიგო, დასკვნით შეხვედრაში ადგილობრივ კლუბ “ვილნიუსს” შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში, 2 ქულის სხვაობით – 51:53 დამარცხდა.
მატჩი თანაბრად წარიმართა და მისი ბედი ბოლო წამებზე, სამწუხაროდ, მასპინძელთა სასარგებლოდ გადაწყდა. ქართველებს ირაკლი სულხანიშვილმა ულიდერა, რომელმაც შეხვედრა 28 ქულით დაასრულა. კლუბ „იბერის“ ახალგაზრდა წევრმა 6-დან 3 ორქულიანი, 14-დან 5 სამიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. სულხანიშვილმა 28 ქულასთან ერთად 9 მოხსნა მიითვალა. მის შემდეგ 8-8 ქულით ვოვა თავაქარაშვილი და გიორგი ჭეიშვილი მოდიან.
საქართველოს ნაკრებმა ვილნიუსის ეტაპი 3 მოგებითა და 2 მარცხით დაასრულა. სულხანიშვილი ტურნირის სიმბოლურ ხუთეულში შევიდა, ხოლო ლაშა მიქელაძეს ორგანიზატორთაგან დაწესებული „გუნდური მოთამაშის“ პრიზი გადაეცა. საქართველოს ნაკრების თამაშებზე აქტიურად დადიოდნენ ლიტვაში სასწავლებლად მყოფი ქართველი სტუდენტები, ხოლო დღეს, ტურნირის დასკვნით მატჩს დაესწრნენ და დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს ლიტვაში საქართველოს ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ და ასევე ჩვენი ქვეყნის კონსულმა.
საქარველოს ნაკრები ევროპის ლიგის მორიგ ეტაპს 24-27 მარტს ლიტვის ქალაქი კაუნასი უმასპინძლებს. 
 
ევროპის ახალგაზრდული ლიგა. U15. ვილნიუსი. ლიტვა საქართველო 51:53 ვილნიუსი (ლიტვა) სრული სტატისტიკა: 51:53