სუპერლიგა, მესამე ტური: “ავიამშენმა” და “სასოფლომ” კვლავ მოიგეს

მე-18 ეროვნული ჩემპიონატი. მესამე ტური. სპორტის სასახლე. 2 ნოემბერი
 
სსსსუ 84:63 დინამო
 
16:21 22:7 22:12 24:23
 
სსსსუ: წივწივაძე (14), მარხვაშვილი, მ. ბერიშვილი (25 ქულა, 10 მოხსნა), გვიმრაძე (4), ათანელაშვილი (15 ქულა, 10 მოხსნა); გულისაბედაშვილი (10), თვაური (2), გასიტაშვილი, ცერცვაძე, ტყეშელაშვილი (3), ჩაჩიბაია (9), ბოქოლიშვილი (2)
დინამო: სიგუა (19), სორდია (6), კორკოტაძე (8), ქარდაია (7 ქულა, 10 მოხსნა), ხიზანიშვილი (12); ბაქრაძე (5), ნანიტაშვილი, ლაფანაშვილი (2), ი. დოლიძე, ჯიქია (2), კობიძე (2)
მსაჯები: ხათუნა გაბედავა, დავით არეშიძე
კომისარი: როლანდ გელოვანი.
 
ავიამშენი 91:85 თსუ
 
29:23 21:21 24:23 17:18
 
ავიამშენი: ი. ბერიშვილი (17), ნიკოლაძე (17), ბოისა (2 ქულა, 18 მოხსნა), მინაშვილი (30), მათიაშვილი (10); კვიმსაძე (2), ნაცვლიშვილი (7), პირველაშვილი (6), შერმადინი
თსუ: გაფრინდაშვილი (11), კოხრეიძე, შანიძე (16), მარკოიშვილი (9), ყველაშვილი (8); გ. ბარბაქაძე (10), ხეცურიანი (16), ახალკაცი (2), დ. ბარბაქაძე (13)
მსაჯები: მაკა კუპატაძე, ზაზა მაჩალაძე
კომისარი: თენგიზ ქიქოძე
 

თამაში
მოგება
წაგება
ბურთების შეფარდება
ქულაავიამშენი
3
2
1
279:225 (+54)
5სსსუ
3
2
1
261:234 (+27)
5ენერჯი–ინვესტი
2
2
0
174:139 (+35)
4ნტდ
2
2
0
143:128 (+15)
4თსუ
3
1
2
286:266 (+20)
4შსს
3
1
2
185:201 (–16)
4დინამო
3
1
2
214:273 (–59)
4ბათუმი
2
1
1
150:183 (–33)
3მაკაბი
3
0
3
186:229 (–43)
3
 
 
პარასკევს ბათუმსა და რუსთავში დაწყებული სუპერლიგის მესამე ტური დღეს თბილისში ორი მატჩით დასრულდა. სასოფლო–სამეურნეო უნივერსიტეტის გუნდმა “დინამო” დაამარცხა, ხოლო ტურის ცენტრალურ შეხვედრაში “ავიამშენმა” თბილისის სახელმწიფო გუნდს სძლია.
 

დინამოელმა ირაკლი კობიძემ “სასოფლოს” მოხდენილად ჩაუტენა
 
საბოლოოდ “სასოფლომ” კი იმარჯვა სოლიდურიო სხვაობით, მაგრამ პირველ მეოთხედში ამ მატჩისთვის რომ გეყურებინათ, ვერ იფიქრებდით, რომ ამ გუნდებში სხვაობა ისეთი დიდია, როგორც ეს მატჩის ანგარიშიდან ჩანს. დინამოელები შეუპოვრად იბრძოდნენ პირველ მეოთხედში და აკი 5 ქულითაც მოიგეს ათწუთეული. ნოდარ სიგუამ სამქულიანის ნიშნულსმიღმიდან გაისწორა მიზანი და სანამ მას საგანგებო მეურვე არ მიუჩინეს სტუდენტებმა, “სასოფლო” მდევრის როლში იყო.
თუმცა დაიწყო მეორე მეოთხედი და მიხეილ კობეშავიძის სსსსუ–მ თამაში გამოასწორა, რაც ახალგაზრდული ტრიოს – მიხეილ ბერიშვილი, ბექა წივწივაძე, რევაზ ათანელიშვილის – დამსახურებაა. ბერიშვილი უნივერსალურად თამაშობდა, ანუ მოედნის ნებისმიერ მონაკვეთში ერთნაირად სახიფათო იყო მეტოქესთვის, ათანელაშვილმა კი ფარქვეშეთი დაიპყრო და “სასოფლოს” საქმეც გაუიოლდა.
 

“სასოფლო” – “დინამო”
 
კობეშავიძის გუნდმა მეორე მეოთხედი 22:7 მოიგო და აქ უკვე ცხადი გახდა, რომ სსსსუ საქმეს გამარჯვებამდე მიიყვანდა.
ამის შემდეგ გაიმართა ტურის ცენტრალური შეხვედრა, როელიც საინტერესოდ წარიმართა, თუმცა ბოლო წუთები ვერ გამოდგა ისეთი დაძაბული, როგორც ეს თამაშის სცენარიდან ჩანდა.
თავიდანვე თანაბარი ბრძოლა გაჩაღდა. “ავიამშენს” გამუდმებით ჰქონდა მცირე უპირატესობა, თუმცა სტუდენტები მეტოქეს არ რჩებოდნენ და დისტანციას ინარჩუნებდნენ. როცა ლევან მოსეშვილის გუნდის უპირატესობა ორნიშნა რიცხვს მიუახლოვდებოდა, სტუდენტები მათთვის, უფრო სწორად მათი მწვრთნელისთვის(ნუგზარ ჭეიშვილი) ჩვეულ ტაქტიკას, პრესინგს მიმართავდნენ და ჩამორჩენას ამცირებდნენ.
 

თსუ–ელი დავით ყველაშვილი
“ავიატორებმა” ალყაში მოაქციეს
 
“ავიამშენმა” პირველი მეოთხედი 6 ქულით მოიგო და ამდენივეთი იყო წინ დიდი შესვენებისთვის, თუმცა მესამე მეოთხედში ლუკა შანიძისა და შიო ხეცურიანის ზუსტი თამაშის წყალობით დაწინაურებაც მოახერხეს – 64:63.
მოსეშვილმა მოედანზე გამოცდილი ვახტანგ ნაცვლიშვილი გამოიყვანა და ამ ვეტერანმა კალათბურთელმა “ავიატორებს” ძალა შემატა. ნაცვლიშვილმა პასების გაცემა დაიწყო და ფარიდან ასხლეტილ ბურთებსაც მარჯვედ იხელთებდა. მისი შემოსვლის შემდეგ საბოლოოდ გაილაღა “ავიატორთა” მეორე ვახტანგმა და ასევე მეფარე მინაშვილმა, რომელმაც საბოლოოდ 30 ქულა მოიხვეჭა და თსუ–ს ბოლო მეოთხედში წარმატების ყველანაირი შანსი მოუსპო. უნდა გამოვარჩიოთ “ავიატორთა” უკანახაზელი ანატოლი ბოისაც, ვინაც მხოლოდ 2 ქულა კი მიითვალა, მაგრამ 18(!) მოხსნით მოსეშვილის გუნდს უდიდესი დახმარება გაუწია.
ამ მოთამაშეთა აქტიურობამ “ავიამშენს” გამამწყვეტ მეოთხედში იმდენად სოლიდური უპირატესობა დაუბევა, რომ სტუდენტებს თამაშის მოგების რეალური შესაძლებლობა არც მისცემიათ.
 

თსუ–ელ გიორგი გაფრინდაშვილს(ბურთით) “ავიატორი” დავით ბერიშვილი ეღობება
 

“ავიამშენის” უკანახაზელ ანატოლი ბოისას(#17) 18 მოხსნა დაუგროვდა