ენერჯი ინვესტმა ანგარიში გაათანაბრა
ენერჯი ინვესტი – თბილავიამშენი 90:8331:25, 20:23, 13:19, 26:16
ენერჯი ინვესტი: გამყრელიძე (26 ქ. 4 მ. 4 პ), ბაბიაშვილი (26 ქ. 5 მ. 2 დ), სტეფანოვი (10 ქ. 10 მ).თბილავიამშენი: მათიაშვილი (26 ქ. 10 მ), ტუღუში (22 ქ. 8 მ. 6 პ), როდუმტა (13 ქ. 11 მ).
სერია: 1:1.
“თბილავიამშენს” მეორე შეხვედრის მოგებაც შეეძლო, მაგრამ მასპინძლებმა დისკვალიფიცირებული ბესიკ ლეჟევას გარეშეც მოახერხეს მოგება და სერიაში ანგარიში გათანაბრდა.
არაჩვეულებრივი შეხვედრა ჩაატარეს “ენერჯი ინვესტისა” და საქართველოს ნაკრების წევრებმა ზვიად ბაბიაშვილმა და გიორგი გამყრელიძემ, რომლებმაც მატჩი 26-26 ქულით დაასრულეს.
გამყრელიძის ანგარიშზე 6 ზუსტი სამქულიანი სროლა მოვიდა, ხოლო ბაბიაშვილმა კი 12 საჯარიმოდან 7 გამოიყენა.
პირველი მატჩის დარად, “ენერჯიმ” ამჯერადაც ცუდად შეასრულა საჯარიმოები და 43 სროლიდან მხოლოდ 25 გამოიყენა.
“თბილავიამშენში” კვლავ გამოირჩედოდა კოტე ტუღუში, თუმცა კაპიტნის მორიგმა ფეერიულმა გამოსვლამ გუნდი ვერ გადაარჩინა.
ფინალი. II მატჩის ფაქტები და ციფრები
საუკეთესო მოთამაშე – გიორგი გამყრელიძე (ენერჯი ინვესტი): 37 წუთი, 26 ქულა, 4 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა, 3 შეცდომა, 1 პერსონალური შენიშვნა.
გუნდური სტატისტიკა
მოხსნა: ენერჯი – 35, თბილავიამშენი – 45.
შეტევაში მოხსნა: ენერჯი – 10, თბილავიამშენი – 8.
შედეგიანი გადაცემა: ენერჯი – 14, თბილავიამშენი – 20.
ჩაჭრა: ენერჯი – 7, თბილავიამშენი – 6.
დაფარება: ენერჯი – 4, თბილავიამშენი – 2.
შეცდომა: ენერჯი – 7, თბილავიამშენი – 16.
პერსონალური შენიშვნა: ენერჯი – 22, თბილავიამშენი – 29.
ორქულიანები: ენერჯი – 34/19 (55.9 პროცენტი), თბილავიამშენი – 44/23 (54.3).
სამქულიანები: ენერჯი – 29/9 (31.0 პროცენტი), თბილავიამშენი – 13/6 (42.2).
საჯარიმო სროლები: ენერჯი – 43/25 (58.1 პროვენტი), თბილავიამშენი – 28/19 (67.9).