სუპერლიგა. ფინალი. III ადგილისთვის

ენერჯი ინვესტი სერიაში დაწინაურდა
ფინალი
თბილავიამშენი – ენერჯი ინვესტი 77:83 ო.ტ.16:16, 30:19, 14:24, 11:12, 6:12
თბილავიამშენი: ტუღუში (22 ქ. 12 მ. 6 პ. 2 ჩ. 2 დ), ნიკოლაძე (19 ქ. 4 მ), მათიაშვილი (13 ქ. 12 მ. 2 ჩ).ენერჯი ინვესტი: სტეფანოვი (39 ქ. 14 მ. 4 ჩ. 2 პ), ლეჟავა (13 ქ. 5 მ), ბაბიაშვილი (8 ქ. 9 მ).
პირველ ნახევარში მასპინძლები დიდ უპირატესობას ფლობდნენ და გიორგი ნიკოლაძის ზედიზედ სამი ზუსტი სამქულიანით დიდ შესვენებაზე 11 ქულითაც გავიდნენ წინ, “ენერჯი ინვესტში” კი სროლა მხოლოდ გუნდის სერბ ლეგიონერს, იოვან სტეფანოვს მისდიოდა.

მეორე ტაიმში კი “თბილავიამშენის” სროლებს სიზუსტე მოაკლდა, სტეფანოვი კი შეუჩერებელი იყო. არ წაუვიდა თამაში რუსთაველთა ერთ-ერთ წამყვან მოთამაშეს, გიორგი გამყრელიძეს, რომელიც საბოლოოდ, 5 ფოლით გავარდა და მატჩი მხოლოდ 7 ქულითა და  2 ზუსტი პაისთ დაასრულა.
შეხვედრის გამარჯვებულის ვინაობა დამატებითმა დრომ გადაწყვიტა, სადაც რუსთაველებს სათადარიგო გამთამაშებელმა, მიხეილ ჩიტაშვილმა მოაგებინა, რომელმაც 22 წამში 5 ქულა დააგროვა და თავისი გუნდი სერიაში წინ გაიყვანა,
სერია: 2:1
საუკეთესო მოთამაშე: იოვან სტეფანოვი (ენერჯი ინვესტი): 38 წუთი, 39 ქულა, 14 მოხსნა, 4 ჩაჭრა, 2 შედეგიანი გადაცემა, 4 ფოლი, 4 შეცდომა.
III ადგილისთვისთსუ – ვითა 86:8522:20, 18:23, 23:23, 23:19
თსუ: დ. ბერიშვილი (21 ქ. 4 პ), ბარბაქაძე (20 ქ. 7 მ), ყველაშვილი (12 ქ. 7 მ), ხეცურიანი (10 ქ. 7 მ. 3 პ), ტყეშელაშვილი (10 ქ. 7 მ).ვითა: ლ. ნოზაძე (20 ქ. 8 მ. 5 დ), მარხვაშვილი (16 ქ. 7 პ. 4 მ), გვიმრაძე (15 ქ), ბეჟანიშვილი (12 ქ. 12 მ. 4 პ).
ბოლო წამებზე “ვითას” შეხვედრის მოგება შეეძლო, მაგრამ გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი მარხვაშვილის სროლა არაზუსტი გამოდგა. “ვითას” წევრმა, ცენტრმა ლუკა ნოზაძემ სეზონში თავისი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა და ქულებისა და დაფარებების მხრივ, პირადი რეკორდებიც დაამყარა.
თსუ-ს მოთამაშეებს ბრინჯაოს მედლები გადასცა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა.
ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს: შიო ხეცურიანი (კაპიტანი), ირაკლი კეიდია, დავით არწივიძე, მიხეილ ფანჩულიძე, ლევან ტყეშელაშვილი, გიორგი ყველაშვილი, დავით ბერიშვილი, დავით ბარბაქაძე, შალვა კოხრეიძე, დავით ხიზანიშვილი, ბექა ნოზაძე, ნუგზარ ჭეიშვილი (მთავარი მწვრთნელი), ნუგზარ მარკოიშვილი (ასისტენტი), თემურ ბასილაია (ექიმი).