გიორგი შერმადინის ბენეფისმა მაკაბი ვერ გადაარჩინა
დინამო – თბილავიამშენი 86:9424:30, 20:16, 30:16, 12:32დინამო: ჟღენტი (21 ქ. 8 პ. 3 მ), სანიკიძე (18 ქ. 8 მ. 3 პ. 2 ჩ), ლაფანაშვილი (17 ქ. 7 მ), გულისაბედაშვილი (13 ქ. 5 მ. 3 პ. 2 ჩ), ათანელაშვილი (4 ქ. 9 მ).თბილავიამშენი: ტუღუში (33 ქ. 8 პ. 7 მ. 3 ჩ), ნინიაშვილი (15 ქ. 6 მ. 3 პ), ნიკოლაძე (14 ქ. 3 პ), მინაშვილი (13 ქ. 2 ჩ), მათიაშვილი (11 ქ. 24 მ. 3 პ. 2 დ).
მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. მეორე მეოთხედში ლევან მოსეშვილის “თბილავიამშენი” 44:28 დაწინაურდა, მაგრამ შემდეგი სამი წუთი “დინამომ” 16:0 მოიგო და ანგარიში გაათანაბრა. “თბილავიამშენში” კოტე ტუღუშის გარდა, სტაბილურად სროლა არავის წაუვიდა და შედეგად, მესამე მეოთხედის შემდეგ, ზაზა ცაგარეიშვილის გუნდი 72:60 დაწინაურდა, რაშიც დიდი როლი ვიქტორ სანიკიძემ და ლექსო ლაფანაშვილმა ითამაშეს.
ბოლო მეოთხედში კი გამოცდილმა “თბილავიამშენმა” ჯერ ანგარიში გაათანაბრა, ბოლოს კი თორნიკე ნინიაშვილის, ვახტანგ მინაშვილისა და იმავე ტუღუშის აქტიუტობით, მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა. შეხვედრას საბოლოო წერტილი ზუსტი სამიანით ტუღუშმა დაუსვა.
თსუ – ენერჯი ინვესტი 91:10315:27, 31:21, 20:27, 25:28თსუ: დ. ბარბაქაძე (22 ქ. 5 მ. 4 ჩ. 2 დ), ხეცურიანი (19 ქ), ფანჩულიძე (10 ქ. 5 მ. 2 ჩ), კოხრეიძე (10 ქ. 4 პ. 3 ჩ), დ. ბერიშვილი (7 ქ.1 0 პ. 5 მ. 2 ჩ).ენერჯი ინვესტი: ბაბიაშვილი (23 ქ. 12 მ), სტეფანოვი (21 ქ. 11 მ. 3 პ), ჩიტაშვილი (14 ქ. 2 მ. 2 ), ლეჟავა (13 ქ), გოგობერიშვილი (9 ქ. 6 პ).
ტურის ცენტრალური შეხვედრა მეოთხედ მეოთხედის შუაწელამდე ძალიან დაძაბულად წარიმართა, ბოლოს კი დავით უსტიაშვილის “ენერჯი ინვესტმა” 4 წუთი 17:0 მოიგო და მატჩიც დამსახურებულ გამარჯვებამდე მიიყვანა.
რუსთაველთა შემადგენლობაში ძალიან კარგად ჩაატარეს შეხვედრა ფორვარდებმა ზვიად ბაბიაშვილმა და სერბმა იოვან სტეფანოვმა, რომლებმაც ორივემ ორმაგი დუბლი გააკეთეს. გადამწყვეტი როლი ითამაშა თავისიანთა წარმატებაში “ენერჯი ინვესტის” კაპიტანმა რამაზ გოგობერიშვილმა, რომელმაც 6 შედეგიანი გადაცემით დაასრულა შეხვედრა და დაცვაშიც კარგად იმუშავა.
თსუ-ში კი ამჯერადაც 20 ქულაზე მეტის დაგროვება მოახერხა დავით ბარბაქაძემ, თუმცა მისი აქტიურობა საბოლოო გამარჯვებისთვის საკმარისი არ გამოდგა.
მაკაბი – ვითა 73:7515:29, 18:18, 18:19, 22:9მაკაბი: გ. შერმადინი (47 ქ. 13 მ. 3 ჩ. 1 დ), ი. ბერიშვილი (10 ქ. 5 ჩ), სორდია (4 ქ. 10 პ).ვითა: მ. ბერიშვილი (21 ქ. 7 მ. 4 ჩ. 2 პ), მარხვაშვილი (19 ქ. 3 პ), ბერძნეშივილი (!2 ქ. 9 მ. 2 ჩ), ბეჟანიაშვილი (5 ქ. 7 მ. 6 პ).
გიორგი შერმადინმა მორიგი ბენეფისი მოიწყო და 47 ქულით სუპერლიგის აბსოლუტური რეკორდიც დაამყარა.
პირველიდან მესამე მეოთხედამდე, ზურაბ ტომარაძის “ვიტა” დამაჯერებლად აკონტროლებდა მატჩის მსვლელობას და ერთი პირობა 20 ქულითაც კი დაწინაურდა, თუმცა მესამე მეოთხედის ბოლოდან მოყოლებული, შერმადინი შეუჩერებელი გახდა და “მაკაბი” ბოლოსწინა წუთზე, 73:71 დაწინაურდა. ამას “ვითას” ზუსტი სამიანი (ნოზაძე) მოჰყვა, ხოლო “მაკაბიში” კი ბოლო წუთზე სროლები პირველაშვილმა და ბერიშვილმა ვერ გამოიყენეს.
სატურნირო მდგომარეობა
1. ენერჯი ინვესტი 14:3 31 ქულა2. თსუ 10:7 273. თბილავიამშენი 9:8 264. დინამო 7:10 245. ვითა 7:10 246. მაკაბი 4:13 21
საუკეთესო მოთამაშე – გიორგი შერმადინი (მაკაბი): 40 წუთი, 47 ქულა, 13 მოხსნა, 3 ჩაჭრა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 დაფარება, 6 შეცდომა, 3 პერსონალური შენიშვნა.
საუკეთესო ხუთეული – კოტე ტუღუში (თბილავიამშენი), გიორგი მარხვაშვილი (ვითა), იოვან სტეფანოვი (ენერჯი ინვესტი), ზვიად ბაბიაშვილი (ენერჯი ინვესტი), გიორგი შერმადინი (მაკაბი).