ვითამ ენერჯი ინვესტი მეორედ დაამარცხა
ვითა – ენერჯი ინვესტი 87:8023:19, 27:14, 8:20, 29:27
ვითა: მ. ბერიშვილი (31 ქ. 5 მ. 4 პ. 3 დ), მარხვაშვილი (14 ქ. 4 მ. 3 პ), მაკროიშვილი (13 ქ), ნ. ნოზაძე (10 ქ. 4 მ. 3 პ).ენერჯი ინვესტი: სტეფანოვი (28 ქ. 18 მ), ტუჯანი (12 ქ. 8 მ. 3 დ), ლეჟავა (12 ქ. 2 ჩ), გამყრელიძე (7 ქ. 11 პ. 7 მ. 2 ჩ).
მიმდინარე რეგულარულში ზურაბ ტომარაძის “ვითამ” ზედიზედ მეორედ დაამარცხა ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი, დავით უსტიაშვილის “ენერჯი ინვესტი” და პირველ ოთხეულში, ანუ საფლეიოფო ზონაში მოხვედრის შანსები შეინარჩუნა.
არაჩვეულებრივი შეხვედრა ჩაატარა “ვითას” ფორვარდმა მიხეილ ბერიშვილმა, რომელმაც 31 ქულით სუპერლიგის პირადი რეკორდი დაამყარა. სხვათა შორის, ამ გუნდების წლევანდელ პირველ დაპირისპირებაში ბერიშვილმა 7 სამქულიანიდან 6 გამოიყენა.
კარგად გამოიყურებოდა ტრავმის შემდეგ დაბრუნებული გიორგი მარკოიშვილიც, რომელმაც თავის ყოფილ გუნდს 4/3 საშუალო სროლა ჩაუგდო.
რაც შეეხება რუსთაველებს, წაგების მიუხედავად, გუნდი კვლავაც დამაჯერებლად ინარჩუნებს პირველობას, თუმცა შარშანდელი სეზონისგან განსხვავებით, როდესაც “ენერჯიმ” ყველა ტურნირზე ერთად აღებული, ერთადერთი შეხვედრა (თასის ფინალში “თბილავიამშენთან”) დათმო, წელს გუნდს მარტო სუპერლიგაში 4 შეხვედრა აქვს წაგებული.
მაკაბი – თბილავიამშენი 63:8715:24, 19:18, 19:21, 10:24
მაკაბი: გ. შერმადინი (21 ქ. 8 მ. 3 პ.3 დ), პირველაშვილი (11 ქ), ს. შერმადინი (11 ქ. 8 მ), ი. ბერიშვილი (10 ქ. 2 ჩ).თბილავიამშენი: ნიკოლაძე (20 ქ. 3 მ. 3 პ. 2 ჩ), ხოშტარია (17 ქ. 3 მ. 2 პ), ბერაია (15 ქ. 2 ჩ), ტუღუში (11 ქ. 13 მ. 11 პ. 2 ჩ), იმნაძე (7 ქ. 12 მ), ნინიაშვილი (5 ქ. 11 მ).
“თბილავიამშენის” ლიდერმა კოტე ტუღუშმა მიმდინარე რეგულარულში თავისი მეორე სამმაგი დუბლი გააკეთა და გუნდის წარმატებაში დიდი როლი ითამაშა.
“მაკაბის” რიგებში ყველა მოთამაშემ მიიღო მონაწილეობა და ამ გუნდის დუბლშემაგენლობის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით იოსელიანმა 6 წუთში 4 მოხსნა დააგროვა.
დინამო – თსუ 85:7323:21, 21:16, 20:20, 21:16
დინამო: სანიკიძე (25 ქ. 13 მ. 3 მ), ლაფანაშვილი (24 ქ. 5 მ. 3 პ), გულისაბედაშვილი (12 ქ. 5 მ. 3 ჩ. 2 პ).თსუ: დ. ბარბაქაძე (21 ქ. 6 მ. 4 ჩ), ხეცურიანი (13 ქ. 5 მ. 4 პ), ყველაშვილი (10 ქ. 7 მ).
“დინამომ” მიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, რაშიც დიდი წვლილი ვიქტორ სანიკიძემ (12/9 ზუსტი საჯარიმო) და ლექსო ლაფანაშვილმა (14/7 ზუსტი საშუალო სროლა) შეიტანეს, ხოლო თსუ-მ კი 34 სამიანიდან მხოლოდ 6 შეასრულა ზუსტად.
სატურნირო მდგომარეობა
1. ენერჯი ინვესტი 17:4 382. თსუ 12:9 333. თბილავიამშენი 11:10 324. ვითა 10:11 315. დინამო 9:12 306. მაკაბი 4:17 25
საუკეთესო მოთამაშე: მიხეილ ბერიშვილი (ვითა) – 34 წუთი, 31 ქულა, 5 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 3 დაფარება, 1 ჩაჭრა, 4 პერსონალური შენიშვნა, 3 შეცდომა.
საუკეთესო ხუთეული: კოტე ტუღუში (თბილავიამშენი), ლექსო ლაფანაშვილი (დინამო), მიხეილ ბერიშვილი (ვითა), ვიქტორ სანიკიძე (დინამო), იოვან სტეფანოვი (ენერჯი ინვესტი).
ფაქტები და ციფრები
1. “ენერჯი ივესტმა” “ვითასთან” შეხვედრაში შეტევაში 30 მოხსნით სუპერლიგის ყველა დროის რეკორდი დაამყარა. წინა რეკორდი “თბილავიამშენს” ეკუთვნოდა, რომელმაც წინა სეზონში 27 იდენტური მოხსნა გააკეთა. 2. მიხეილ ბერიშვილმა მეოთხედ მიმდინარე სეზონში დაასრულა შეხვედრა 5 და მეტი ზუსტი სამიანით – “ვითაშ” ფორვარდის ანგარიშზე 5 ზუსტი შორეული გასროლა იყო.3. იოვან სტეფანოვმა შეტევაში 9 მოხსნით პირადი და ამ სეზონში “ენერჯი ინვესტის” გუნდური რეკორდები დაამყარა.4. “დინამოს” ფორვარდმა ვიქტორ სანიკიძემ 12 ჯარიმა შეასრულა (9 გამოიყენა), ხოლო მთლიანად თსუმ-მ კი მხოლოდ 13 (ყველა ზუსტად).5. თსუ-ს სასტარტოს წევრებმა დავით ბერიშვილმა, დავით ბარბაქაძემ, ირაკლი კეიდიამ, გიორგი ყველაშვილმა და შიო ხეცურიანმა ჯამში 15-ში მხოლოდ 2 სამქულიანი გამოიყენეს. თსუ-მ შეხვედრა 34/6 სამიანით დაასრულა.6. “დინამოს” გამთამაშებელმა არჩილ ჟღენტმა 6 მოხსნით (1 – შეტევაში) მიმდინარე სეზონის პირადი რეკორდი გაიმეორა. 7. “დინამომ” 21 ჯარიმა ვერ გამოიყენა და წინა ტურში, “თბილავიამშენის” მიერ დამყარებული სუპერლიგის ყველა დროის ანტირეკორდი გაიმეორა.8. “თბილავიამშენის” უკანახაზელმა კოტე ტუღუშმა ამ სეზონში მეორე, კარიერაში კი მეხუთე სამმაგი დუბლი გააკეთა. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი წლის განამვლობაში ტუღუში ერთადერთია, ვინც სამმაგ დუბლს აკეთებს.9. “მაკაბის” ძირითადის გამთამაშებლის, ირაკლი ბერიშვილის ანგარიშზე უფრო მეტი პერსონალური შენიშვნა (5) იყო, ვიდრე პასი (1) და მოხსნა (3) ერთად აღებული.10. “თბილავიამშენის” ფორვარდმა თორნიკე ნინიაშვილმა 11 მოხსნითა და შეტევაში გაკეთებული 4 მოხსნით ამ სეზონის პირადი რეკორდები დაამყარა.
ყველაზე მეტი
ქულა – მიხეილ ბერიშვილი (ვითა) – 31.მოხსნა – იოვან სტეფანოვი (ენერჯი ინვესტი) – 18შედეგიანი გადაცემა – კოტე ტუღუში (თბილავიამშენი), გიორგი გამყრელიძე (ენერჯი ინვესტი) – 11-11.ჩაჭრა – დავით ბარბაქაძე (თსუ) – 4.დაფარება – გიორგი შერმადინი (მაკაბი), მიხეილ ბერიშვილი (ვითა) – 3-3.შეცდომა – დავით ბერიშვილი (თსუ), კოტე ტუღუში (თბილავიამშენი) – 5-5.პერსონალური შენიშვნა – 6 მოთამაშე 5-5.მოხსნა შეტევაში – იოვან სტეფანოვი (ენერჯი ინვესტი) – 9.მოხსნა დაცვაში – დავით იმნაძე (თბილავიამშენი) – 11.