გამყრელიძის ბენეფისი თსუ-ს წინააღმდეგ შეხვედრაში
ენერჯი ინვესტი – თსუ 95:7820:18, 23:22, 25:26, 27:12
ენერჯი ინვესტი: გამყრელიძე (22 ქ. 12 პ. 8 მ. 3 ჩ), ლეჟავა (22 ქ. 2 ჩ), სტეფანოვი (15 ქ. 10 მ), ბაბიაშვილი (14 ქ. 7 მ).თსუ: ბარბაქაძე (18 ქ. 5 მ. 4 პ), დ. ბერიშვილი (18 ქ), ხეცურიანი (13 ქ. 10 მ. 3 პ), კეიდია (12 ქ. 5 მ).
რუსთავში “ენერჯი ინვესტისა” და თსუ-ს შეხვედრით სუპერლიგის XXII ტური დაიწყო.
მატჩი მასპინძელთა გამთამაშებლის, გიორგი გამყრელიძის ბენეფისად იქცა – საქართველოს ნაკრების წევრმა თამაშიდან 9/6, ხოლო საჯარიმოს ხაზიდან კი 12/8 სროლა გამოიყენა და საბოლოოდ, სამმაგ დუბლამდე მხოლოდ 2 მოხსნა დააკლდა.
ასევე ორმაგი დუბლი გააკეთა რუსთაველთა სერბმა ფორვარდმა იოვან სტეფანოვმა, რომელმაც ორივე სამქულიანი გამოიყენა, მასპინძლებმა კი თსუ-ზე თითქმის ორჯერ მეტი (33/17) ჯარიმა ისროლეს.
თსუ-ს კაპიტანმა შიო ხეცურიანმა შეხვედრა ამ სეზონში თავისი პირველი ორმაგი დუბლით ჩაამთავრა.