თბილავიამშენის დრამატული მოგება
ენერჯი ინვესტი – მაკაბი 103:5321:13, 18:16, 33:17, 31:7
ენერჯი ინვესტი: ბაბიაშვილი (22 ქ. 9 მ. 3 ჩ), ლეჟავა (22 ქ. 3 მ), ჩიტაშვილი (12 ქ. 3 მ. 3 პ), სტეფანოვი (12 ქ. 4 მ. 4 პ), დიდია (12 ქ. 6 მ), ტუჯანი (11 ქ. 8 მ), გამყრელიძე (2 ქ. 7 პ).მაკაბი: პირველაშვილი (17 ქ), ს. შერმადინი (13 ქ. 12 მ).
დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა “ენერჯი ინვესტმა”, რომელმაც საკუთარ მოედანზე, რუსთავში, იოლად აჯობა გიორგი შერმადინის გარეშე დარჩენილ “მაკაბის” და კიდევ უფრო განიმტკიცა ლიდერობა.
რუსთაველთა ფორვარდმა, ზვიად ბაბიაშვილა პირველივე მეოთხედში 12 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა, ხოლო სოსო შერმადინმა კი საბოლოოდ, 8 შეცდომით დაასრულა აღნიშნული დაპირისპირება.
თსუ – თბილავიამშენი 113:115 2 ო.ტ.20:20, 25:22, 18:26, 22:17, 12:12, 16:18
თსუ: დ. ბერიშვილი (28 ქ. 10 პ. 3 მ), ბარბაქაძე (23 ქ. 8 მ. 2 დ), ხეცურიანი (20 ქ. 8 მ. 5 პ. 3 ჩ), კეიდია (20 ქ. 4 მ), ტყეშელაშვილი (10 ქ. 7 მ. 2 დ).თბილავიამშენი: ტუღუში (27 ქ. 12 მ. 6 პ), ნიკოლაძე (25 ქ. 3 მ), მინაშვილი (24 ქ. 15 მ. 3 პ), ნინიაშვილი (13 ქ. 13 მ), ხოშტარია (7 ქ. 6 პ).
სუპერლიგის ამ სეზონის ყველაზე დაძაბული შეხვედრა საბოლოოდ, ლევან მოსეშვილის გუნდის გამარჯვებით დასრულდა, რითაც “თბილავიამშენმა” სატურნირო მდგომარეობაში თსუ-ს გადაასწრო და მეორე ადგილამდე აღზევდა.
მოსეშვილის გუნდში ძალიან კარგად ითამაშეს უკანახაზელებმა კოტე ტუღუშმა და გიორგი ნიკოლაძემ, რომლებმაც ჯამში 9 სამქულიანი გამოიყენეს. ასევე გამოსარჩევია “თბილავიამშენის” მეფარეთა კარგი გამოსვლა, რამაც მოსეშვილის გუნდს შეტევაში 28 მოხსნა გააკეთებინა, საერთო ჯამში კი თსუ-მ ფარზე ბრძოლა 41:61 დათმო.
შეხვედრა 5 ფოლის გამო ერთბაშად ექვსმა მოთამაშემ დატოვა, რაც სუპერლიგის ჩატარების ისტორიაში არ მომხდარა.
თსუ-ს უკანახაზელმა დავით ბერიშვილმა კი ამ სეზონში თავისი საუკეთესო მატჩი ჩაატარა და 13 საჯარიმოდან 10 გამოიყენა, ხოლო 10 შედეგიანი გადაცემით კი პირადი რეკორდიც დაამაყარა.
დინამო – ვითა 66:7316:15, 17:20, 20:19, 13:19
დინამო: სანიკიძე (16 ქ. 19 მ. 3 პ. 3 დ), ათანელიშვილი (13 ქ. 6 მ), სიგუა (9 ქ).ვითა: მ. ბერიშვილი (22 ქ. 15 მ), ბერძენიშვილი (17 ქ. 7 მ), მარკოიშვილი (11 ქ), ბეჟანიშვილი (11 ქ. 9 მ), მარხვაშვილი (7 ქ. 12 პ).
მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ზურაბ ტომარაძის “ვითამ” და სატურნირო მდგომარეობაში თსუ-ს დაეწია, ხოლო “დინამომ” კი ჩამორჩენის შემცირების კარი შანსი გაუშვა ხელიდან.
კიდევ ერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა “ვითას” ფორვარდმა მიხეილ ბერიშვილმა, რომელმაც მატჩი ამ სეზონში მორიგი ორმაგი დუბლით დაასრულა. ერთადერთი მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე გამოცდილ ფორვარდ ვლადიმერ ბეჟანიშვილს, რომელიც ამჯერად სათადარიგოებში იყო.
“ვითამ” ამჯერადაც მოისაკლისა ტრავმირებული უკანახაზელები ბუბა ბერიშვილი და ბექა წივწივაძე.
სატურნირო მდგომარეობა
1. ენერჯი ინვესტი 23 19:4 42 ქულა2. თბილავიამშენი 13:10 363. თსუ 12:11 354. ვითა 12:11 355. დინამო 9:14 326. მაკაბი 4:19 27
საუკეთესო მოთამაშე – კოტე ტუღუში (თბილავიამშენი): 47 წუთი, 27 ქულა, 12 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა, 5 შეცდომა, 4 პერსონალური შენიშვნა.
საუკეთესო ხუთეული: გიორგი ნიკოლაძე (თბილავიამშენი), დავით ბერიშვილი (თსუ), კოტე ტუღუში (თბილავიამშენი), მიხეილ ბერიშვილი (ვითა), ზვიად ბაბიაშვილი (ენერჯი ინვესტი).