თბილავიამშენს ირაკლი ხოშტარიამ მოაგებინა
ენერჯი ინვესტი – დინამო 87:7024:14, 25:20, 24:18, 14:18
ენერჯი ინვესტი: ბაბიაშვილი (15 ქ. 5 მ), ლეჟავა (13 ქ. 5 პ), გოგობერიშვილი (13 ქ), სტეფანოვი (10 ქ. 13 მ. 4 პ), ტუჯანი (9 ქ. 9 მ).დინამო: ათანელიშვილი (21 ქ. 9 მ), ჟღენტი (11 ქ), ახალკაცი (10 ქ. 7 მ).
“დინამოს” აკლდა დისკვალიფიცირებული კაპიტანი ლექსო ლაფანაშვილი და ტრავმირებული ვიქტორ სანიკიძე, რომელთა გარეშეც სტუმრებმა კარგ ფორმაში მყოფ რუსთაველებს წინააღმდეგობა თითქმის ვერ გაუწიეს და დამარცხდნენ.
აღსანიშნავია იოვან სტეფანოვის დამაჯერებელი გამოსვლა – სერბმა ფორვარდმა 17 წუთში მეტოქის ფარზე ბურთი 8-ჯერ მოხსნა და 4 ზუსტი პასიც გააკეთა.
კიდევ ერთი დამაჯერებელი მატჩი ჩაატარა “ენერჯი ინვესტის” კაპიტანმა, რამაზ გოგობერიშვილმა, რომელმაც 6 სამქულიანიდან 3 გამოიყენა და მატჩი პერსონალური შენიშვნის გარეშე დაასრულა.
თსუ – მაკაბი 93:9015:18, 25:18, 17:35, 36:19
თსუ: ხეცურიანი (31 ქ. 7 პ. 5 მ. 3 ჩ. 2 დ), კველაშვილი (13 ქ. 8 მ), კოხრეიძე (1 ქ. 4 ჩ), ტყეშელაშვილი (10 ქ. 10 მ).მაკაბი: კოღუაშვილი (22 ქ. 13 მ. 3 პ. 2 ჩ. 2 დ), ს. შერმადინი (19 ქ. 13 მ. 4 დ), ი. ბერიშვილი (14 ქ. 2 ჩ), კორკოტაძე (14 ქ), პირველაშვილი (11 ქ).
“მაკაბიმ” ამერიკაში გიორგი შერმადინის გამგზავრების შემდეგ, თავისი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა და ახლოს იყო გამარჯვებასთან, თუმცა ბოლო მეოთხედში ჯამლეტ ხუხაშვილის გუნდს 5-5 ფლის გამო ჯერ ირაკლი ბერიშვილი, შემდეგ კი სოსო შერმადინი გაუვარდა და თსუ-მ რთული შეხვედრა თავის სასარგებლოდ დაასრულა.
მიმდინარე რეგულარულში ერთ-ერთი საუკეთესო თამაში აჩვენა თსუ-ს კაპიტანმა შიო ხეცურიანმა, რომელმაც 31 ქულა დააგროვა და 18 საშუალო სროლიდან მხოლოდ 6 ვერ გამოიყენა.
თსუ-ს რიგებში 5 ფოლით ხეცურიანი, გიორგი ყველაშვილი და ლევან ტყეშელაშვილი გავარდნენ.
თბილავიამშენი – ვითა 80:7814:23, 27:20, 21:20, 18:15
თბილავიამშენი: ხოშტარია (19 ქ. 8 მ. 4 პ. 4 ჩ), კვიმსაძე (13 ქ), ტუღუში (11 ქ. 10 პ. 6 მ. 6 ჩ), ნინიაშვილი (9 ქ. 10 მ).ვითა: მარკოიშვილი (20 ქ. 7 მ. 4 პ), მარხვაშვილი (15 ქ. 3 პ), ბეჟანიშვილი (14 ქ. 7 მ), გვიმრაძე (13 ქ. 4 მ), მ. ბერიშვილი (6 ქ. 10 მ. 3 პ. 3 ჩ).
“თბილავიამშენი” რჩება იმ ერთადერთ გუნდად, ვის დამარცხებასაც ზურაბ ტომარაძის “ვითა” ამ სუპერლიგაში ვერაფრით ახერხებს.
მეხუთედ მოუგო ლევან მოსეშვილის გუნდმა “ვითას” და ამ გამარჯვებაში ყველაზე დიდი როლი “თბილავიამშენის” კაპიტანმა ირაკლი ხოშტარიამ ითამაშა, რომელმაც ბოლო დროს, თავისი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა.
ხოშტარიამ ბოლო წამებზე პლასიდე როდუმტას მიერ აცილებულს დაამატა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, ხოლო ტომარაძის გუნდში კი გამაყაიმებელი სროლა კაპიტანმა, ვლადიმერ ბეჟანიშვილმა გააფუჭა. ხოშტარიას სროლამდე ანგარიში სამქულიანით, გიორგი მარხვაშვილმა გაათანაბრა.
ძალიან კარგად ითამაშა კოტე ტუღუშმა, რომელიც მთელი შეხვედრის განმავლობაში მიხეილ ბერიშვილს მეურვეობდა და ამ უკანასკნელმა შეხვედრა მხოლოდ 6 ქულით დაასრულა, თუმცა 10 მოხსნის გაკეთება მაინც მოასწრო. ბერიშვილმა 8 სროლიდან მხოლოდ 2 გამოიყენა. ტუღუშმა კი მიმდინარე რეგულარულში მე-11 ორმაგი დუბლი გააკეთა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ გიორგი შერმადინს ჩამორჩება.
სატურნირო მდგომარეობა
შ მ წ ქ
1. ენერჯი ინვესტი 24 20 4 44 (-)2. თბილავიამშენი 24 14 10 38 (-)3. თსუ 24 13 11 37 (-)4. ვითა 24 12 12 36 (-)5. დინამო 24 9 15 33 (-)6. მაკაბი 24 4 20 28 (-)
საუკეთესო მოთამაშე – ირაკლი ხოშტარია (თბილავიამშენი): 28 წუთი, 19 ქულა, 8 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 4 ჩაჭრა, 2 ფოლი, 1 შეცდომა.
საუკეთესო ხუთეული: კოტე ტუღუში (თბილავიამშენი), ირაკლი ხოშტარია (თბილავიამშენი), იოვან სტეფანოვი (ენერჯი ინვესტი), გიორგი მარკოიშვილი (ვითა), სოსო შერმადინი (მაკაბი).
XXIV ტურის ფაქტები
1. “მაკაბის” ირალი სორდიამ 31 წუთში ექვსივე სამქულიანი გააფუჭა, დაუშვა 5 შეცდომა, 5 საჯარიმოდან 3 ააცილა და 3 პერსონალური შენიშვნა მიიღო.2. “მაკაბიმ” 41 შესრულებული საჯარიმოთი ამ სეზონის პირადი გუნდური რეკორდი დაამყარა. 3. “ენერჯი ინვესტის” ბესიკ ლეჟავამ მეშვიდედ ამ ჩემპიონატში შეასრულა 7 და მეტი სამიანი და მეექვსედ 2 და ნაკლები სროლის გამოყენება (9/2) მოახერხა.4. თსუ-მ და “მაკაბიმ” ჯამში 59 ფოლი (32/27) მიიღეს.5. “მაკაბის” ვიქტორ კოღუაშვილმა 22 ქულითა და 13 მოხსნით, ასევე 39 წუთით მიმდინარე სუპერლიგის პირადი რეკორდები დაამყარა.6. “თბილავიამშენის” თორნიკე ნინიაშვილმა მეოთხედ ამ ჩემპიონატში დაასრულა მატჩი შეტევაში გაკეთებეული მინიმუმ 4 (ამჯერად – 6) მოხსნით.7. “დინამოს” მსროლელმა გიორგი გულისაბედაშვილმა თავი ორი ფაქტით გამოიჩინა – 7 ჩაჭრით პირადი რეკორდი, ხოლო თამაშიდან 11/11 საშუალო სროლის გაფუჭებით კი ანტირეკორდი დაამყარა.8. “ვითას” მიხეილ ბერიშვილმა ზედიზედ მეშვიდე მატჩში გამოიყენა მინიმუმ 2 სამქულიანი.9. “თბილავიამშენმა” “ვითას” ჩაჭრებში 11/4 მოუგო.10. “მაკაბიმ” და თსუ-მ ჯამში 45 (25/20) შეცდომა დაუშვეს.
XXIV ტურის ციფრები
ქულა – 31, შიო ხეცურიანი (თსუ).
მოხსნა – 13, იოვან სტეფანოვი (ენერჯი ინვესტი), სოსო შერმადინი (მაკაბი), ვიქტორ კოღუაშვილი (მაკაბი).
პასი – 10, კოტე ტუღუში (თბილავიამშენი).
ჩაჭრა – 7, გიორგი გულისაბედაშვილი (დინამო).
დაფარება – 4, სოსო შერმადინი (მაკაბი).
შეცდომა – 6, გიორგი გულისაბედაშვილი (დინამო).
წუთი – 39, ვიქტორ კოღუაშვილი (მაკაბი).