თსუ-ს დრამატული მოგება და სოსო შერმადინის რეკორდი
თსუ – ენერჯი ინვესტი 83:8119:26, 14:16, 27:33, 23:6
თსუ: კეიდია (23 ქ. 7 მ. 2 ჩ), ფანჩულიძე (22 ქ. 4 მ), ხეცურიანი (15 ქ. 6 მ. 6 პ. 2 ჩ).ენერჯი ინვესტი: სტეფანოვი (18 ქ. 8 მ), გამყრელიძე (18 ქ. 4 პ. 2 ჩ), ბაბიაშვილი (17 ქ. 5 მ), ლეჯავა (11 ქ).
თსუ-მ სასწაული მოახდინა და ბოლო მეოთხედის დაწყებამდე 15-ქულიანი ჩამორჩენის მიუხედავად, ფავორიტი “ენერჯი ინვესტი” მისსავე დარბაზში დაამარცხა და “დინამოს” მოახლოვების საშუალება არ მისცა. ძალიან კარგად ჩაატარეს მატჩი სტუმართა ლიდერებმა, მიხეილ ფანჩულიძემ, შიო ხეცურიანმა (8/7 ზუსტი სროლა) და ირალი კეიდიამ, რომელმაც 16 საშუალო ტყორცნიდან 8 გამოიყენა.
მასპინძლებამ საკუთარ ფარზე მეტოქეს ბურთი 15-ჯერ მოახსნევინეს, ხოლო “ენერჯი ინვესტის” კაპიტანმა რამაზ გოგობერიშვილმა კი 21 წუთში 8 ქულა, 3 მოხსნა და ამდენივე ზუსტი პასი დააგროოვა.
მაკაბი – ვითა 84:10825:27, 17:16, 13:32, 29:33
მაკაბი: ს. შერმადინი (64 ქ. 14 მ. 3 ჩ. 3 პ. 2 დ), პირველაშვილი (4 ქ. 11 პ. 7 მ).ვითა: მ. ბერიშვილი (29 ქ. 6 მ. 4 პ. 4 ჩ), ნ. ნოზაძე (20 ქ. 5 მ. 5 პ. 3 ჩ), მარკოიშვილი (17 ქ), გვიმრაძე (16 ქ), ძიძიგური (10 ქ. 8 პ. 3 ჩ), წივწივაძე (უქულოდ, 10 პ).
“მაკაბის” ცენტრმა სოსო შერმადინმა ერთი დღით ადრე ვახტანგ მინაშვილის (თბილავიამშენი) მიერ დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა და სუპერლიგის ახალი საუკეთესო მაჩვენებელი ახლა 64 ქულაა. შერმადინმა თამაშიდან 53 სროლითა და 27 ზუსტი სროლით სუპერლიგის ორი აბსოლუტური რეკორდიც დაამყარა. გიორგი პირველაშვილისთვის 11 ზუსტი პასი ასევე პირადი რეკორდია.
დინამო – თბილავიამშენი 76:6222:8, 19:16, 16:17, 19:21
დინამო: ლაფანაშვილი (22 ქ. 9 მ), სანიკიძე (19 ქ. 11 მ. 3 პ).თბილავიამშენი: კვიმსაძე (15 ქ), ტუღუში (13 ქ. 10 მ. 5 პ. 2 ჩ), როდუმტა (7 ქ. 11 მ).
სატურნირო მდგომარეობა
შ მ წ ქ 1. ენერჯი ინვესტი 27 21 6 482. თბილავიამშენი 27 16 11 433. ვითა 27 14 13 414. თსუ 27 14 13 415. დინამო 27 12 15 396. მაკაბი 27 4 23 31
საუკეთესო მოთამაშეებიმიხეილ ფანჩულიძე (თსუ) – 31 წუთი, 22 ქულა, 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 1 პერსონალური შენიშვნა.
სოსო შერმადინი (მაკაბი) – 40 წუთი, 64 ქულა, 14 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა, 2 დაფარება, 2 პერსონალური შენიშვნა, 12 შეცდომა.
საუკეთესო ხუთეული: გიორგი გამყრელიძე (ენერჯი ინვესტი), მიხეილ ფანჩულიძე (თსუ), ირაკლი კეიდია (თსუ), იოვან სტეფანოვი (ენერჯი ინვესტი), სოსო შერმადინი (მაკაბი).