სუპერლიგა. XXVIII ტური

დინამო ფლეი ოფს გამოეთიშა
დინამო – ვითა 82:10225:24, 16:25, 12:27, 29:26
დინამო: სანიკიძე (25 ქ. 11 მ. 3 პ), ლაფანაშვილი (18 ქ. 6 მ. 4 პ), ათანელიშვილი (14 ქ).ვითა: ბეჟანიშვილი (27 ქ. 12 მ. 4 პ), მ. ბერიშვილი (24 ქ. 6 მ), ლ. ნოზაძე (16 ქ. 12 მ), წივიწვაძე (12 ქ. 8 პ), გვიმრაძე (11 ქ. 4 მ).

“ვითასთან” წაგებით “დინამომ” ფლეი ოფში გასვლის შანსი დაკარგა, ზურაბ ტომარაძის გუნდს კი მეორე ადგილისთვის ბრძოლის რეალური შანსი შემორჩა.
მიმდინარე რეგულარულში თავისი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა “ვითას” გამოცდილმა კაპიტანმა ვლადიმერ ბეჟანიშვილმა, რომელმაც 6 სამქულიანიდან 4 გამოიყენა და 31 წუთში მხოლოდ 2 შეცდომა დაუშვა. სეზონში პირველი ორმაგი დუბლი გააკეთა ახალგზრდა ცენტრმა ლუკა ნოზაძემ.
თბილავიამშენი – თსუ 77:8723:26, 18:24, 21:16, 15:21
თბილავიამშენი: ბერაია (24 ქ. 3 პ. 3 ჩ), მინაშვილი (21 ქ. 9 მ. 4 დ. 2 ჩ), ტუღუში (13 ქ. 8 პ. 6 მ. 4 ჩ).თსუ: ფანჩულიძე (42 ქ. 7 მ. 2 ჩ), კეიდია (21 ქ. 5 მ), ტყეშელაშვილი (10 ქ. 7 მ).
თსუ-მ “ენერჯი ინვესტის” შემდეგ, კიდევ ერთი ძლიერი და პრინციპული მეტოქე დაამარცხა და ფლეი ოფში თამაში დაიბევა.
სეზონში და შესაძლოა, კარიერაში საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა მიხეილ ფანჩულიძემ, რომელმაც 12 სამქულიანიდან მხოლოდ 3 ვერ გამოიყენა და ტურის საუკეთესო მოთამაშის დამსახურებული წოდებაც მოიპოვა.
“თბილავიამშენს” კი არ ჰყოლია ტრავმირებულები, გუნდის კაპიტანი ირაკლი ხოშტარია და საუკეთესო მექულე, გიორგი ნიკოლაძე.
მაკაბი – ენერჯი ინვესტი 68:10617:31, 16:25, 18:20, 17:30
მაკაბი: ს. შერმადინი (19 ქ. 20 მ), ახმედიანი (13), ჯანგველაძე (10 ქ).ენერჯი ინვესტი: დიდია (29 ქ. 10 მ. 4 პ. 3 ჩ), სტეფანოვი (12 ქ. 4 ჩ), მაჭავარიანი (12 ქ. 4 პ), დვალიშვილი (11 ქ. 12 მ), ცეკვავა (10 ქ), ჩიტაშვილი (14 შედეგიანი გადაცემა).
აღნიშნულ მატჩში სუპერლიგის მიმდინარე რეგულარულის ორი რეკორდი დამყარდა – “მაკაბის” ცენტრმა სოსო შერმადინმა შეტევაში 10 მოხსნა გააკეთა, ხოლო “ენერჯი ინვესტის” გამთამაშებელმა მიხეილ ჩიტაშვილმა კი პირველ მეოთხედში 8 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
სატურნირო მდგომარეობა
                         შ   მ   წ   ქ1. ენერჯი ინვესტი 28  22  6  50 2. თბილავიამშენი  28  16  12  443. ვითა             28  15  13  434. თსუ             28  15  13  435. დინამო         28  12  16  406. მაკაბი          28  4  24  32
საუკეთესო მოთამაშე: მიხეილ ფანჩულიძე (თსუ) – 39 წუთი, 42 ქულა, 3 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა, 1 დაფარება, 2 შეცდომა.
საუკეთესო ხეთეული: ბექა წივწივაძე (ვითა), მიხეილ ფანჩულიძე (თსუ), ვლადიმერ ბეჟანიშვილი (ვითა), მიხეილ ბერიშვილი (ვითა), ლუკა ნოზაძე (ვითა).
XXVIII ტურის ციფრები
ყველაზე…
1. მეტი ქულა – 42, მიხეილ ფანჩულიძე (თსუ).2. მეტი მოხსნა – 20, სოსო შერმადინი (მაკაბი).3. მეტი პასი – 14, მიხეილ ჩიტაშვილი (ენერჯი ინვესტი).4. მეტი ჩაჭრა – 4. კოტე ტუღუში (თბილავიამშენი), იოვან სტეფანოვი (ენერჯი ინვესტი).5. მეტი დაფარება – 4, მიხეილ ჭოჭუა (ენერჯი ინვესტი).