სუპერლიგის All Star-ის გამოკითხვის შუალედური შედეგები ცნობილია

სუპერლიგის All Star-ის გამოკითხვის შუალედური შედეგები ცნობილია

საკალათბურთო სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩისთვის სასტარტო ხუთეულების შერჩევა 10 იანვარს დაიწყო. 2023 წლის ქართული ოლ სტარის მატჩი-აქცია 22 იანვარს, 16:00 საათზე, რუსთავის “ქიმიკოსთა” დარბაზში ჩატარდება, სადაც ერთმანეთს ადგილობრივი და უცხოელი კალათბურთელებისგან (ლეგიონერებისგან) დაკომპლექტებული გუნდები დაუპირისპირდებიან. ოლ სტარში მონაწილე გუნდების სასტარტო ხუთეულები, ტრადიციულად, გამოკითხვის შედეგად დაკომპლექტდება, ხოლო სათადარიგო მოთამაშეებსა და ასისტენტებს მთავარი მწვრთნელები დაასახელებენ.

ხმის მიცემის დასრულებამდე 4 დღით ადრე, გთავაზობთ All Star-ის გამოკითხვის შუალედურ შედეგებს: 

შეგახსენებთ რომ ოლ სტარში მეტოქე გუნდებს სუპერლიგის პირველი წრის შემდეგ მოლიდერე კლუბების მწვრთნელები უხელმძღვანელებენ: ადგილობრივების გუნდს ირაკლი ხოშტარია (კაკტუსის მთავარი მწვრთნელი)  უხელმძღვანელებს, ხოლო ლეგიონერებს  – ბექა წივწივაძე (კავკასიის წვრთნელი). 

„ყველა ვარსკვლავის მატჩის“ ფარგლებში გაიმართება კონკურსები სამქულიან სროლებსა და ჩატენვებში. სნაიპერთა კონკურსის 6 მონაწილე, სუპერლიგის პირველი წრის შემდგომ, 3 ქულიანი სროლების საუკეთესო პროცენტული მაჩვენებლის მქონე შემგომი კალათბურთელები იქნებიან: მიხეილ ბერიშვილი (თსუ), საბა ლობჯანიძე (ბათუმი), ლუკა ლიკლიკაძე (ოლიმპი), დერიკ ნიუტონი (დელტა), გიორგი გოგუა (ტიტები) და ნიკოლოზ სოსელია (ქუთაისი).

რაც შეეხება ჩატენვების კონკურსს, მასში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.

 ✅ გულშემატკივრებს  ხმის მიცემა დღეში ერთხელ, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეეძლებათ  ➡  superleague.ge/allstar/vote  

 ✅ ხმის მიცემისას ირჩევთ თითოეული გუნდის სასტარტო ხუთეულის წევრებს – 2 უკანახაზელს, 2 ფორვარდს და 1 ცენტრს  (ორივე გუნდის ჯამში 10 კალათბურთელს) და აფიქსირებთ თქვენს არჩევანს.