სუპერლიგის ჩემპიონი ქუთაისი ევროთასებზე ასპარეზობას სლოკავურ ლევიცესთან მატჩით დაიწყებს

სუპერლიგის ჩემპიონი ქუთაისი ევროთასებზე ასპარეზობას სლოკავურ ლევიცესთან მატჩით დაიწყებს

ზედიზედ მეორედ, ქართული კლუბი ევროთასზე ითამაშებს. გასულ წელს ეს სუპერლიგის ჩემპიონმა თსუ-მ შეძლო, წლეუს კი ევროთასებზე ძალებს მოქმედი ჩემპიონი ქუთაისი მოსინჯავს.

ქუთაისელებს იგივე გზის გავლა მოუწევს, რაც შარშან თსუ-მ გაიარა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილი ქუთაისი ეცდება ჩემპიონთა ლიგაში მოხვდეს, მაგრამ თუ საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გაიარა, ფიბა ევროპის თასზე გადაინაცვლებს.

შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გამართულმა წილისყრა  წილისყრამ იმერულ კლუბს მოწინააღმდეგედ სლოვაკეთის „ლევიცე“ არგუნა. საქართველოს ჩემპიონი საკვალიფიკაციოს მეოთხედფინალიდან იწყებს. ამ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში ის ესტონურ „კალევს“ შეხვდება. ფინალში გამარჯვებული კი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებს. საკვალიფიკაციო ეტაპზე წარუმატებლობის შემთხვევაში „ქუთაისი“ ფიბა-ევროპის თასზე გადაინაცვლებს.