სუპერლიგის და პირველი ლიგის გუნდების საყურადღებოდ!

16 იანვარს 13:00 საათზე საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გამართავს შეხვედრას სუპერლიგაში მონაწილე გუნდებთან, 20 იანვარს 13:00 საათზე კი – პირველ ლიგაში მონაწილეობის მსურველ გუნდებთან. პირველ ლიგაში მონაწილეობის მიღების მსურველი გუნდები დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ელ.ფოსტაზე: geo.superleague@gmail.com