სუპერლიგის დისციპლინარებმა სანქციები გამოიტანეს

დღეს კალათბურთის ფედერაციაში გაიმართა სადისციპლინო–ტექნიკური კომიტეტის სხდომა, რომელმაც გასულ ტურში, “სამედიცინო–აკადემია” – “სოხუმის” მატჩში მომხდარი ინციდენტი განიხილა და სანქციებიც გამოიტანა.                      
ბუბა კვიმსაძე, რომელმაც მსაჯს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ამის გამო არბიტრმა გურამ მიქელაძემ ის მატჩიდან გააგდო, დისკვალიფიცირებულია სუპერლიგის მომდევნო ორი მატჩიდან და ფულადი ჯარიმის სახით გადაიხდის 100 დოლარის ექვივალენტს ლარებში.
იგივე სახის ადმინისტრაციულ–ფინანსური სასჯელები მიიღეს ამავე მატჩში ერთმანეთში შეკამათებულ–წაჩხუბებულმა მოთამაშეებმა – სოხუმელმა ირაკლი სორდიამ და სამედიცინო–აკადემიელმა გოგა ჯავახიშვილმა.