სუპერლიგის მე-6 ტურის მატჩებმა 1 დღით გადაიწია

სპორტის სასახლეში მიმდინარე პოკერის საერთაშორისო ტურნირის  ტექნიკური მიზეზების გამო 1 დღით გახანგრძლივდა. შესაბამისად, საკალათბურთო სუპერლიგის მორიგმა, მე-6 ტურის მატჩებმა 1 დღით გადაიწია.
სუპერლიგის მე-6 ტურის 2 მატჩი: დინამო – შსს და სოხუმი – მაკაბი, ნაცვლად 24 ნოემბრისა, გაიმართება 25 ნოემბერს, იგივე დროს:
25 ნოემბერი. სპორტის სასახლე
დინამო – შსს              14:00
სოხუმი – მაკაბი         16:00