სუპერლიგის მე–8 ტური. კახა შენგელიას დაბრუნება და აზერბაიჯანელები

საქართველოს მე–18 ეროვნული ჩემპიონატი. მე–8 ტური. სპორტის სასახლე. 7 დეკემბერი
მაქაბი 58:103 ენერჯი–ინვესტი
5:24 14:30 21:26 18:23
მაქაბი: აჰმედიანი (10), სუდაძე (5), იოსელიანი (2), ბიბილური (ბიბილური (4), ჯანგველაძე (23); კილაძე (3), გ. პატარაია (2), ლონდარიძე (9), ელიკაშვილი, არონია, მეზვრიშვილი
ენერჯი: არწივიძე, ლეჟავა, ჭოჭუა (9), ბაბიაშვილი (13), უგრეხელიძე (8); დვალიშვილი (8), დიდია (30), ცეკვავა (9), ხმელიძე (2), ჯუჯანი (8), მაჭავარიანი (12), აბაიშვილი (4)
მსაჯები: ხათუნა გაბედავა, გურამ მიქელაძე
კომისარი: როლანდ ხომერიკი
 
დინამო 68:78 ბათუმი
19:18 21:16 12:22 16:22
დინამო: სიგუა (3), სორდია (14), ლაფანაშვილი (13 ქულა, 13 მოხსნა), ხიზანიშვილი (18), ქადარია (10); ბაქრაძე, ხანიაშვილი (6), კორკოტაძე (4)
ბათუმი: თავართქილაძე (1), კეშელავა (13), ჩხატარაშვილი (21), ბოლქვაძე (6), იმნაძე (28 ქულა, 17 მოხსნა); გ. დოლიძე (6), ნ. ნოზაძე (3), კვერნაძე
მსაჯები: დავით ბერეკაშვილი, დავით არეშიძე
კომისარი: როლანდ გელოვანი
 
ნტდ–თბილისი 84:73 სასოფლო
22:16 22:19 14:15 26:23
ნტდ: ფაშაევი (11), სარიევი (6), ნუფთალიევი (16 ქულა, 8 პასი), ბახშიევი (15), სუხიშვილი (6); ჩიტაშვილი (9), მამაცაშვილი, როდუმტა (9 ქულა, 10 მოხსნა), კეიდია (2), კოღუაშვილი (10)
სასოფლო: წივწივაძე (11), მარხვაშვილი (10), მ. ბერიშვილი (28), გვიმრაძე (7), ათანელიშვილი (10 ქულა, 17 მოხსნა); გულისაბედაშვილი (6), ტყეშელაშვილი (1)
მსაჯები: ზაზა მაჩალაძე, მაკა კუპატაძე
კომისარი: მურმან ქურიძე
 
შსს 64:81 ავიამშენი
12:27 9:17 21:26 22:11
შსს: ფაიქრიძე (3), მიქაბერიძე (2), ბაქარძე (6), ბ. ნოზაძე (7), შენგელია (9 ქულა, 12 მოხსნა, 7 პასი); ბერუაშვილი, ნინუა (4), პატარაია (20), გოლეთიანი (13), აბულაძე, ბერია
ავიამშენი: ი. ბერიშვილი (5), ბოისა, პირველაშვილი (4), ნაცვლიშვილი (12), მათიაშვილი (17 ქულა, 11 მოხსნა); ბერაია (11), მოსეშვილი (2), ნიკოლაძე (7), კვიმსაძე (7), მინაშვილი (4), ნინიაშვილი (7), შერმადინი (5)
მსაჯები: მაკა კუპატაძე, დავით ბერეკაშვილი
კომისარი: თენგიზ ქიქოძე
 
დევანდელი ტურის 4 მატჩიდან 2 იყო საინტერესო და დაძაბული, ორში კი ყველაფერი წინდაწინ იყო ცნობილი და საინტერესოც არაფერი მომხდარა – “ავიამშენმა” შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდს მოუგო, ცხრილის პოლუსებზე მდებარე გუნდების შეხვედრა კი, რა თქმა უნდა, პირველადგილოსნის, “ენერჯი–ინვესტის” გამარჯვებით დასრულდა.
თუმცა პირველ წყვილში ის იყო გამორჩეული, რომ მოედანზე გამოჩნდა კახა შენგელია, 35 წელს გადაცილებული გოლიათი კალათბურთელი, რომელმაც თამაშს თავი 2 წლის წინ დაანება და ახლა მოედანს შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდში დაუბრუნდა. ყველას ის ეკერა პირზე, გაუძლებდა თუ არა უვარჯიშებელი და ფორმაში არმყოფი შენგელია დატვირთვას. გაუძლო კი არა, თავის გუნდში შენგელიამ ყველაზე მეტი, 31 წუთი ითამაშა და ყველაზე შედეგიანიც იყო. კახას სულ რაღაც 3 პასი და 1 ქულა დააკლდა სამმაგ დუბლამდე, რაც მიმდინარე სეზონში ჯერ არავის მოუხერხებია. შენგელიამ 12 მოხსნა, 9 ქულა და 7 პასი მიითვალა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდს რომ ამით ვერაფერი უშველა, ანგარიშიდანაც კარგად ხედავთ. ერთი ის იყო, რომ “ძალოვანებმა” ბოლომდე იბრძოლეს და ერთხანს 25 ქულით ჩამორჩენილებმა საბოლოოდ უსაშველო სხვაობით არ წააგეს.
 

“მაქაბი” – “ენერჯი”
 

 
 
საინტერესო ბრძოლა გაჩაღდა ორი საშუალოზე სუსტი გუნდის – “ბათუმისა” და “დინამოს” მატჩში. შეხვედრა თითქმის მთელი მატჩის მანძილზე დაძაბული იყო და გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წუთებამდე გაურკვეველი იყო. თავდაპირველად დინამოელები დაწინაურდნენ და პირველი ტაიმიც მათ მოიგეს – 40:34. შესვენების შემდეგ კი ძღვისპირელები გააქტიურდნენ და დავით იმნაძის დახმარებით მესამე მეოთხედშივე მოიპოვეს ლიდერობა. იმნაძე ფარქვეშ შეუჩერებელი იყო, მას საბოლოოდ 17 მოხსნა დაუგროვდა, რასაც 28 ქულაც დაურთო. ლაშა კეშელავამ კი საჭირო სამქულიანები მიითვალა და როცა ბათუმელებს ახალგაზრდა არჩილ ჩხატარაშვილმაც წააშველა ხელი, ბოლო წუთებზე აჭარლებმა გასამარჯვებმად სამყოფი ლიდერობა მოიპოვეს. ამ გამარჯვებით “ბათუმმა” პირველი წრისთვის, რომლის დასრულებამდეც 1 ტურიღა დარჩა, მეექვსე ადგილი გაინაღდა.
 

 
ტურის ცენტრალური შეხვედრა საკმაოდ ნერვიული და დაძაბული გამოდგა. “სასოფლოსა” და “ნტდ–თბილისს” მიმდინარე ჩემპიონატში მხოლოდ თითო მარცხი ეგემათ და გამარჯვებული მეორე ადგილზე მაგრდებოდა. ეს შეხვედრა იყო ბოლო ამ რეგულარულ ჩემპიონატში სასოფლოელთა ლიდერ მიხეილ ბერიშვილისთვის, რომელიც ამ ამაღამ ამერიკაში მიემგზავრება, ნბა–ს განვითარების ლიგის გუნდს “ოკლაჰომაში”. ბერიშვილი გაზაფხულზე კი დაბრუნდება ამერიკიდან, თუმცა “სასოფლოს” მის გარეშე კარგა ხანი მოუწევს თამაში და დიდი სურვილი ჰქონდა, ერთ–ერთი მთავარი კონკურენტი დღეს დაემარცხებინა.
ბერიშვილმა პირველივე ტაიმში დააგროვა 4 პერსონალური შენიშვნა და გავარდნის ზღვარზე აღმოჩნდა, თუმცა დარჩენილი დრო ისე აკურატულად და ზუსტად ჩაატარა, რომ 28 ქულის მოგროვება შესძლო, თუმცა ეს საკმარისი რ აღმოჩნდა აზერბაიჯანელებიტ გაძლიერებული გუნდის დასამარცხებლად.
ისე, “ნტდ–თბილისი” აზერბაიჯანელებით კი არა, ქართველებითაა გაძლიერებული, რაკი ამ გუნდის ძირითად ბირთვს სწორედ ჩვენი მეზობლები წარმოადგენენ. სარიევი, ბახშიევი, ნუფთალიევი და ფაშაევი – ეს მოთამაშეები არავის უდებენ ტოლს სუპერლიგაში და ნუგზარ კანდელაკის გუნდი რომ ახლა მეორე ადგილზეა, ძირითადად მათი დამსახურებაა.
როცა “სასოფლომ” 7:0 უპირატესობა მოიპოვა, აზერბაიჯანელებმა სამქულიანები მოიმარჯვეს და მიხეილ კობეშავიძის გუნდი უმოწყალოდ დაბომბეს – მათი შორი სროლების შემდეგ ენტედე 22:13 დაწინაურდა და ასე დაედო სასოფლოელთა გაუთავებელ ბრძოლად გათანაბრებისთვის.
კანდელაკის გუნდმა პირველი მეოთხედი 22:16 მოიგო, ხოლო დიდი შესვენებისთვის კი უკვე 44:35 ლიდერობდა. მესამე ათწუთეულში “სასოფლომ” თამაში გამოასწორა და ბერიშვილის დახმარებით ენტედეს 2 ქულით მიუახლოვდა – 73:75 – თუმცა გადამწყვეტ წუთებში კანდელაკის გუნდმა ნებისყოფა გამოავლინა. პლასიდე როდუმტა, მიხეილ ჩიტაშვილი და აზერბაიჯანელები თითქმის შეუცდომლად თამაშობდნენ და საბოლოოდ “ნტდ–თბილისმა” მიმდინარე სეზონის უპრინციპულესი მეტოქე დაამარცხა.
 

ვიქტორ კოღუაშვილი (ბურთით), “სასოფლოს” საჯარიმოში იპარება
 

 

შსს – “ავიამშენი”
 

კახა შენგელია(#4) მოედანს დაუბრუნდა