სუპერლიგის პირველი ტური საინტერესოდ ჩამთავრდა

სუპერლიგის პირველი ტური საინტერესოდ ჩამთავრდა

რუსთავში გაწყებული პირველი ტური თბილისის სპორტის სასახლეში საინტერესოდ ჩამთავრდა. სუპერლიგაში მეორე დებიუტანტი „სამედიცინო–აკადემია“ ჩაება და გასული სეზონის ფინალისტს ტოლსწორი ბრძოლა გაუმართა
 
 
 
 
 
ის კი არა, გელა წულაძისა და სერგო იშხნელის დამოძღვრილ ახალგაზრდებს ცოტაც რომ მოენდომებინათ, პირველივე მატჩში გვარიან სენსაციას გამოაცხობდნენ, თუმცა ბოლო წუთებზე გამოცდილებამ თავისი გაიტანა და ამბიციურმა აგრარულმა უნივერსიტეტის გუნდმა 7–ქულიან გამარჯვებას მიაღწია.წულაძის გუნდი ძირითადად 18–წლამდელთა ნაკრების მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. ეს ბიჭები ნაკრებში ხომ ერთად თამაშობენ და „აკადემიასა“ და „სამედიცინოში“ გასულ სეზონში ერთმანეთს კარგად შეეწყვნენ. შესაბამისად, შეთამაშება არ აკლიათ, ბრძოლის ჟინსა და ენთუზიაზმს, აბა, ახალგაზრდებს ვინ დაუწუნებს და შედეგიც სახეზეა – გელა წულაძის დებიუტანტმა გუნდმა გულშემატკივარი ასიამოვნა. მთელი თამაში თანაბარი ბრძოლა მიდიოდა. მედიკოს–აკადემიელები ტოლს არაფერში უდებდნენ აგრარელებს. ფარზე კარგად მუშაობდნენ გოგა ჯავახიშვილი და ნოდარ თენიეშვილი, ხოლო პერიმეტრზე სრულიად მოუხელთებელი იყო მერაბ ბოქოლიშვილი, რომელმაც საბოლოოდ 30 ქულა დააგროვა (მის გარდა ვერც ერთი მისი თანაგუნდელი 10–ქულიან ბარიერს ვერ შესწვდა).ბოქოლიშვილმა 6 სამქულიანი ჩაუგდო აგრაგელებს, თუმც და მისი დამსახურებაა, წულაძის გუნდმა ბოლომდე რომ შეინარჩუნა გამარჯვების შანსი. მესამე მეოთხედის ბოლო წუთზე ბოქოლიშვილის სამქულიანმა 54:52 დააწინაურა „სამედიცინო–აკადემია“, თუმც წიბწივაძემ სირენის თანხლებით ჩააგდო სამიანი და „აგრარული“ ბოლო შესვენებაზე ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. მეოთხე ათწუთეულში კი როგორც გითხარით, გასული წლის ფინალისტმა იძალა და ჩემპიონატი ძნელად მოპოვებული, თუმცა მაინც გამარჯვებით დაიწყო.მომდევნო მატჩი ცენტრალური იყო და აქაც საინტერესო ბრძოლა ვიხილეთ. მოღონიერებული შსს მუდამ მებრძოლი თსუ–ს წინააღმდეგ. ამ მატჩში სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის სპორტული ცენტრის ხელმძღვანელობამ 2 თასი დააწესა, რომლებიც ცნობილი კალათბურთელის, მსოფლიოს, ევროპის და საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების ნაირგვარი მედლების მომხვეჭი ვლადიმერ „პტიცა“ უგრეხელიძის სახელობის იყო. აგვისტოში ბატონი ვლადიმერი 70 წლის შესრულდებოდა და ეს თასებიც მის იუბილესთან დაკავშირებით დაწესდა.საუკეთესო მოთამაშის პრიზი თსუ–ელმა, ამ მატჩში 30 ქულის მომხვეჭმა დავით ბარბაქაძემ მიიღო, ხოლო გამარჯვებულ სტუდენტების გუნდს ვლადიმერ უგრეხელიძის სახელობის თასი მისმა მეგობარმა და თანაგუნდელმა, თავადაც არაერთი ტიტულის მომგებმა ანტონ კაზანჯიანმა გადასცა. ვლადიმერ უგრეხელიძის ოჯახს ფულადი ჯილდოები გადასცეს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა და თსუ–ს გუნდის ხელმძღვანელობამ.თავად თამაში ძალიან დაძაბული იყო და მისი ბედი ბოლოს სტუდენტთა სასარგებლოდ გადაწყდა.მომდევნო მატჩში ინტრიგა თავიდან ვიხილეთ, სანამ დავით უსტიაშვილის მიერ დამძღვრილი „ბათუმი“ ალღოს აუღებდა „დინამოს“ წინააღმდეგ თამაშს. პირველი მეოთხედი 18:18 დასრულდა, მერე კი „ენერჯი–ინვესტიდან“ ბათუმში გადაბარგებულმა ბესიკ ლეჟავამ გაილაღა, რომელსაც ზურგდ გამოცდილი პლასიდე როდუმტა და დავით იმნაძე უმაგრებდნენ. ზღვისპირელებმა 20–ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს და საბოლოოდ გამარჯვებამდეც იოლად მივიდნენ.ტურის ბოლო მატჩშიც საკმაოდ საინტერესო ბრძოლა გაჩაღდა. ვერ ვიტყვით, „სოხუმი“ ისეთი ძლიერია, რომ ტრადიციულად ამბიციურ „ავიამშენს“ თანაბრად ეპაექრაო. ეს უფრო „ავიატორების“ დასუსტების ბრალია, რომლებმაც ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებდნენ თუ არა, რამდენიმე დღის წინ გაიგეს. შესაბამისად, რამდენიმე წამყვანი მოთამაშეც გამოაკლდათ. ასეა თუ ისე, სოხუმელების ბრძლოლისუნარიანობას ჩრდილი არ ადგება. ვაჟა კვარაცხელიას გუნდმა ჩინებულად ითამაშა და მთელი მატჩის განმავლობაში კუდიდან არ მოსცილებია ლევან მოსეშვილის „ავიამშენს“. 18–წლამდელთა ნაკრების წევრმა ბექა ჩიკვილაძემ 28 ქულა მოაგროვა, თუმცა მაინც ვერ გადასწონა გამცდილ „ავიატორებს“ – ანატოლი ბოისას, ვახტანგ მინაშვილს, 223–სანტიმეტრიან სერგო ათუაშვილს