საუკეთესო მოთამაშე – კოტე ტუღუში (თბილავიამშენი): 36 წუთი, 25 ქულა, 5 შედეგიანი გადაცემა, 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 3 პერსონალური შენიშვნა, 2 შეცდომა.
1. “თბილავიამშენის” გიორგი ნიკოლაძემ 3 ქულით მიმდინარე სეზონის პირადი ანტირეკორდი დაამყარა, ხოლო 6 შედეგიანი გადაცემით კი სეზონის პირადი მიღწევა გაიმეორა. 2. გიორგი გამყრელიძემ (ენერჯი ინვესტი) 12 საჯარიმოდან მხოლოდ 5 გამოიყენა, ხოლო მისმა გუნდმა კი 29 საჯარიმოდან 16 გააფუჭა.3. შეტევაში ყველაზე მეტჯერ ბურთი მასპინძელმა იოვან სტეფანოვმა და “თბილავიამშენის” რიჩარდ მათიაშვილმა მოხსნეს – 5-5 მოხსნა. 4. “თბილავიამშენის” ნოდარ ბერაიამ ზედიზედ მეხუთე მატჩში გამოიყენა პირველი სამქულიანი სროლა.5. “თბილავიამშენმა” მესამე მეოთხედში თამაშიდან მხოლოდ 2 სროლა გამოიყენა.6. კოტე ტუღუშმა მეორე მეოთხედის მერვე წუთიდან მეოთხე მეოთხედის მეხუთე წუთამდე ქულა ვერ დააგროვა.7. იმავე ტუღუშმა ბოლო 2 წუთში 8 ქულა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.8. “ენერჯი ინვესტმა” 20 სამქულიანიდან მხოლოდ 3 შეასრულა ზუსტად.9. სტუმართა ფორვარდი თორნიკე ნინიაშვილი პირველი მეოთხედში დაშავდა და შეხვედრა აღარ გაუგრძელებია. მისი თამაში საეჭვოა.10. რუსთაველთა სათადარიგოებმა 10 ქულა დააგროვეს, ხოლო “თბილავიამშენის” რეზერვისტების ანგარიშზე კი 14 ქულა იყო.
გუნდური სტატისტიკა
მოხსნა: ენერჯი – 41, თბილავიამშენი – 41.
შეტევაში მოხსნა: ენერჯი – 19, თბილავიამშენი – 13.
შედეგიანი გადაცემა: ენერჯი – 18, თბილავიამშენი – 26.
ჩაჭრა: ენერჯი – 8, თბილავიამშენი – 4.
დაფარება: ენერჯი – 6, თბილავიამშენი – 3.
შეცდომა: ენერჯი – 10, თბილავიამშენი – 13.
პერსონალური შენიშვნა: ენერჯი – 24, თბილავიამშენი – 26.
ორქულიანები: ენერჯი – 53/29 (54.7 პროცენტი), თბილავიამშენი – 47/22 (46.8).
სამქულიანები: ენერჯი – 20/3 (15.0 პროცენტი), თბილავიამშენი – 18/8 (44.4).
საჯარიმო სროლები: ენერჯი – 29/13 (44.8 პროცენტი), თბილავიამშენი – 21/14 (66.7).