ტაირონ ელისის “კახასოლი” “უნიკახასთან” დამარცხდა

წუხელ გაიმართა პრიმერადივიზიონის მეორე ტურის დარჩენილი მატჩები და საქართველოს ნაკრების წევრ ტაირონ ელისის “კახასოლი” ისევ დამარცხდა – ამჯერად შინ, ესპანური კალათბურთის ერთ–ერთ მოწინავე “უნიკახასთან”.
 

“უნიკახას” ფარს უტევს ტაირონ ელისი
 
კახასოლელებს ამ შეხვედრაში შანსი არ ჰქონიათ – სევილიელები პირველივე მეოთხედში რომ ჩამორჩნენ, მერე და მერე სხვაობა მათთვის არასახარბიელო ხდებოდა და საბოლოოდ “კახასოლი” დიდი ანგარიშით, 60:91 დამარცხდა.
ქართულპასპორტიანმა ამერიკელმა მხოლოდ 15 წუთი ითამაშა და თავისიანებს 6 ქულით, 1 მოხსნით და ამდენივე ჩაჭრით შეეშველა. მალაგელები ისე კარგად თამაშობდნენ, რომ არც ერთი სევილიელისთვის გასაქანი არ მიუციათ. შედეგად, “კახასოლმა” მეორე მარცხი იწვნია და ცხრილის ქვედა ნაწილში განთავსდა ასევე 2 მარცხის მქონე ვლადიმერ ბოისას “მენორკასთან” ერთად.
მომდევნო ტური ესპანეთში 12 ოქტომბერს გაიმართება: “კახასოლი”  “გრანადას” ესტუმრება, ბოისას “მენორკა” კი მძლავრ “ხუვენტუდს” უმასპინძლებს.