ხვალ, 6 ივლისს, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სტარტს აიღებს საერთაშორისო ტურნირი საერთაშორისო ტურნირი 3X3-ზე კალათბურთში Tbilisi Open 2013, რომლის ორგანიზატორებიც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, კალათბურთის ფედერაცია და საზოგადოებრივი მაუწყებელია. დღეს კი ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიაში საკვალიფიკაციო ეტაპი გაიმართა, სადაც 35 გუნდი ტურნირის 8 საგზურისთვის იბრძოდა.
საკვალიფიკაციო ეტაპზე ოლიმპიური სისტემა მოქმედებდა. გუნდებს მინიმუმ 2 მოგება უნდოდათ, საუკეთესო 8-ეულში რომ მოხვედრილიყვნენ. საინტერესო დაპირისპირებებში საბოლოოდ ის წარმატებული გუნდები გამოვლინდნენ, რომლებიც ხვალიდან Tbilisi Open 3X3 2013-ში ჩაერთვებიან. მაშ ასე, საკვალიფიკაციოდან ძირითად ეტაპში შემდეგი გუნდები გადავიდნენ: Snowkids, CCCP, Grapefruits, ფინიქსი, კუკურა, ილო, კალა და Samba.
გამარჯვებული გუნდები ადგილზე მონაწილეობდნენ კენჭისყრაში, რომლითაც ტურნირის ჯგუფებში ნაწილდებოდნენ. გთავაზობთ Tbilisi Open 3X3 2013-ის ყველა მონაწილეს: