თასის გათამაშება დაიწყო:სტუ–მ ბათუმს მოუგო

თასის გათამაშება დაიწყო:სტუ–მ ბათუმს მოუგო

რუსთავში საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო. სანამ ძირითადი
ტურნირი დაიწყებოიდეს, სუპერლიგის ცხრილის მიხედვით 4
აუტსაიდერი გუნდი მეოთხედფინალის 1 საგზურისთვის იბრძვის. 

ეს გუნდები არიან „ბათუმი“.
სტუ, „დინამო“ და სსაუ, რომლებიც დაწყვილებულები არიან და გამარჯვებულები ხვალ
მეოთხედფინალის საგზურისთვის იბრძოლებენ. ერთის ვინაობა უკვე ცნობილია. სტუ–მ
დაძაბულ ბრძოლაში სამი ქულით დაამარცხა „ბათუმი“ და ხვალ „დინამო“–სსაუ–ს შორის
გამარჯვებულს შეხვდება.

მატჩის ბედი საფინალო სირენამდე 5 წამით ადრე გადაწყდა, როცა თანაბარ
ანგარიშზე (89:89) ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდის ლიდერმა ბექა ჩიკვილაძემ
სამქულიანი ჩააგდო. საერთოდაც, ჩიკვილაძე მანამდეც გამორჩეული იყო და სტუ–მ რომ ეს
შეხვედრა მოიგო, უპირველესად, მისი დამსახურებაა. 20–წლამდელთა ნაკრების წევრმა
ჩიკვილაძემ ბათუმელებს მთლიანობაში 37 ქულა ჩაუგდო. ბათუმელთაგან 30 ქულით თავი გამოიჩინა
„ენერჯი–ინვესტიდან“ ბათუმურ გუნდში გადასულმა დუდა სანაძემ. ზღვისპირელთაგან
კიდევ 2 მოთამაშეს – ვანო მაისურაძეს და ლაშა კეშელავას ჰქონდა ორმაგი დუბლი,
მაგრამ გასამარჯვებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. 16 საათზე „დინამოსა“ და სსაუ–ს
შეხვედრა დაიწყო.

საქართველოს
თასის გათამაშება. საკვალიფიკაციო ეტაპი. რუსთავი. 26 იანვარი

 

სტუ 92:89 ბათუმი

29:21 25:29 20:21 18:18

სტუ:
ჭოხონელიძე, გ. ბერუაშვილი (19), ჩიკვილაძე (37), გასიტაშვილი (1), მაჩალაძე (6),
თევზაძე (3), კობიძე (11), ჯანგველაძე (5), ლაშქარაძე (5), ძიძიგური (2), ახალკაცი
(3)

ბათუმი:
რამიშვილი, მაისურაძე (22ქ, 10 მოხსნა), მიქელაძე (8), ნინუა (3), ჩხატარაშვილი
(5), კეშელავა (15ქ, 15მ), ელიაშვილი (6), სანაძე (30)

მსაჯები: დავით
ბერეკაშვილი , ხათუნა გაბედავა)

კომისარი: როლანდ
გელოვანი