თასის გათამაშებაზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

საქართველოს თასის გათამაშება. მეოთხედფინალები
რუსთავი. 21 იანვარი
 
თსუ 82:80 შსს
19:10 17:28, 29:14 17:28
თსუ: გაფრინდაშვილი (5ქ, 7პ), კოხრეიძე, ხეცურიანი (6ქ, 9მ), დ. ბარბაქაძე (14ქ, 7მ), კეიდია (27ქ, 9მ); მინაშვილი (10), ლოსაბერიძე (3), ივანეიშვილი (5), კუჭავა (12)
შსს: ი. ბერიშვილი (10), ნიკოლაძე (9), ლაფანაშვილი (10), მარკოიშვილი (5), ათუაშვილი (9ქ, 9მ); დ. ბერიშვილი (20), ფაიქრიძე (6), შერმადინი (7), სუხიშვილი (4ქ, 12მ)
მსაჯები: მაკა კუპატაძე, დავით ბერეკაშვილი
კომისარი: როლანდ გელოვანი
 
სსაუ 70:57 სამედ/აკადემია
14:7 10:18 27:14 19:18
სსაუ: წივწივაძე (5ქ, 7მ, 7პ), ცინცაძე (26ქ, 7პ, 6ჩ), გულისაბედაშვილი (27), დიდია (14), ათანელიშვილი (5); ჩაჩიბაია, ცერცვაძე, ნინიაშვილი (10), გ. ბარბაქაძე (3)
სამ/აკადემია: ბოქოლიშვილი (12), მაისურაძე, თენიეშვილი (3), მუმლაძე, ჯავახიშვილი (4), ლეჟავა (16), ჩქარეული, ლომოური (2), ბექაური (16ქ, 9მ), ელიაძე (4), ჭიჭვეიშვილი
მსაჯები: ზაზა მაჩალაძე, გურამ მიქელაძე
კომისარი: მერაბ რატიშვილი
 
ენერჯი–ინვესტი 103:57 სოხუმი
20:18 25:11 25:17 33:11
ენერჯი: ტუღუში (9), არწივიძე, ჭოჭუა (6), ტუჯანი (13), ბაბიაშვილი (12); ცეკვავა (14), ჩაჩანიძე (14), აბაიშვილი (2), დვალიშვილი (5), ხმელიძე (8), ბოისა (14ქ, 8მ), პირველაშვილი (6)
სოხუმი: სორდია (7), ბ. ბერიშვილი (14ქ, 6მ, 6ჩ), კანკია (10), თვარაძე (3), კობერიძე (8ქ, 8მ); ტეტელაშვილი (10ქ, 8მ), არეშიძე (2), გოლეთიანი (3), როგავა
მსაჯები: მალხაზ ანდღულაძე, დემურ სადღობელაშვილი
კომისარი: გია სანაძე
 
 
თასის ნახევრფინალისტები ცნობილნი არიან. „ავიამშენის“ დაშლის შედეგად ნახევარფინალში ავტომატურად გასულ „ბათუმს“ დღეს „ენერჯი–ინვესტი“, სსაუ და თსუ შეუერთდნენ.
თუკი რუსთაველებმა და აგრარული უნივერსიტეტის გუნდის წევრებმა ნახევარფინალის საგზურები შედარებით იოლად მოიპოვეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს შსს–მ დიდი ბრძოლა გაუმართა და ცოტაც რომ მოენდომებინა, დაამარცხებდა კიდეც.
 
თუმცა დღეს ირაკლი კეიდიას შემჩერებელი არავინ იყო. თსუ–ს ფორვარდს მიზანი ზუსრად ჰქონდა მომართული და მთელი მატჩის მანძილზე თავისიანებისთვის ჰაერივით საჭირო ქულები მოჰქონდა. მისი და დავით ბარბაქაძის შედეგიანობის წყალობით თსუ პირველივე წუთებიდან ლიდერობდა და ბოლო მეოთხედის დაწყების წინაც საიმედო უპირატესობა ჰქონდა – 65:52.
თამაშის დასრულებამდე 4 წუთით ადრე თსუ 72:62 იგებდა, თუმცა შსს–მ თამაშის შემოტრიალება მოახერხა. ტყუპმა ბერიშვილებმა ვითარების გამოსწორება საჯარიმოებით დაიწყეს, შემდეგ კი დავიტი სამქულიანებზე გადავიდა, მას ლექსო ლაფანაშვილიც დაეხმარა და საფინალო სირენამდე წუთნახევრით ადრე შსს 2 ქულით მიუახლოვდა თსუ–ს.
 
ამ ეპიზოდამდე ცოტა ხნით ადრე მოედანზე პირველად გამოვიდა შსს–ელი შოთა ფაიქრიძე, რომელმაც სირენამდე 1,19 წუთით ადრე პირველი, ხოლო 20 წამში მეორე სამქულიანი ჩააგდო და თავისიანები 80:78 დააწინაურა. სირენამდე ნახევარი 30 წამით ადრე შიო ხეცურიანმა ანგარიში გაათანაბრა, შსს–ს ბომბარდირმა დავით ბერიშვილმაკი სამქულიანი გააცუდა და ირაკლი კეიდია თსუ–ს მატჩის დასრულებამდე 11 წამით ადრე 82:80 აწინაურებს.
შსს–ს გადამწყვეტი შეტევისას ბურთი აუტში სტუდენტებისგან გადადის გადადის და არჩილ ჟღენტის გუნდს 5 წამი რჩება. ბურთი შალვა ფაიქრიძეს შემოაქვს, რომელიც დაშლილი „ავიამშენიდან“ შემატებულ სერგო ათუაშვილს პასს აწვდის, მაგრამ  ბურთს თსუ–ელი დავით ბარბაქაძე ეუფლება. თითქოს ყველაფერი დამთავრებულია, მაგრამ ფაიქრიძე თვალის დახამხამებაში ბარბაქაძეს ეპარება, ბურთს პარავს და ფართან მარტოდმარტო რჩება, თუმცა… ფაიქრიძეს იატაკზე ფეხი უცურდება, ვარდება და ბურთიც უვარდება. 2 წამში საფინალო სირენაც გაისმის.
 
აგრარული უნივერსიტეტის გუნდს დაემატა სამშობლოში ჩამოსული ეროვნული ნაკრების წევრი გიორგი ცინცაძე, რომელმაც „სამედიცინო–აკადემიის“ დამარცხებაში დღეს ლომის წილი დაიდო 26 ქულით, 7 პასითა და 6 ჩაჭრით. ცინცაძის უკრაინული გუნდი „დონეცკი“ დაიშალა და სანამ ცინცაძე ახალ კლუბს მონახავს, თბილისში ა და ფორმის შესანარჩუნებლად სსაუ–ში ვარჯიშობს.
გელა წულაძის გუნდმა პირველი ტაიმი მოუგო ცინცაძითა და ყოფილი ავიამშენელი თორნიკე ნინიაშილით გაძლიერებულ სსაუ–ს. მეორეშიც უძალიანდებოდა, მაგრამ საბოლოოდ ვერას გახდა. ცინცაძემ სერიოზულად მოჰკიდა საქმეს ხელი, საპირველტაიმო 5 ქულა, მეორეში 26–ამდე გაზარდა და სსაუ–მ საბოლოოდ დამაჯერებელი სხვაობით გაიმარჯვა.
 
მესამე მეოთხედფინალში „ენერჯი–ინვესტმა“ 103:57 მოუგო „სოხუმს“ და ნახევარფინალური ოთხეული შეავსო. ხვალ რუსთავში ფინალში გასასვლელად ერთმანეთს შეებრძოლებიან: სსაუ – ბათუმი (14 საათზე) და ენერჯი – თსუ (16 საათზე)
 

ოთარ ფაიქრიძის პირველი სამქულიანი თსუ–ს კალათში
 

თსუ–ს წუთშესვენება
 

შსს–ს მწვრთნელი არჩილ ჟღენტი ემოციურად აღიქვავდა თავისი გუნდის შეცდომებს
 

სსაუ – სამედ/აკადემია
 

სსაუ – სამედ/აკადემია. რევაზ დიდია   (#17) და გოგა ჯავახიშვილი
 

გიორგი ცინცაძემ (#19) სსაუ–ს 26 ქულა მიაშველა
 

სსაუ – სამედ/აკადემია. უტევს აგრარელი ბექა წივწივაძე