თასის ნახევარფინალი “ქუთაისმა” შეავსო

თასის ნახევარფინალი “ქუთაისმა” შეავსო

საქართველოს თასის გათამაშების ნახევარფინალისტები დაკომპლექსტდნენ. დღეს, იმერთის მთავარ ქალაქში, ტურნირის ბოლო მეოთხედფინალი გაიმართა, რომელშიც “ქუთაისმა” “ბათუმი” ქულით – 103:52 გაანადგურა.

შედეგად, ქუთაისელები თასის გათამაშების ნახევარფინალში გუშინ გასულ “დინამოს”, “კაკტუსს” და რუსთავს” შეუერთდა. ნახევარფინალში გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ: “დინამო” – “ქუთაისი” და “რუსთავი” – “კაკტუსი”.

ნახევარფინალები 20 და 21 მარტს გაიმართება. წყვილებში მასპინძლები იქნებიან და რეგიონის გუნდები – “ქუთაისი” და “რუსთავი”, რომლებიც სუპერლიგის 2 წრის შემდეგ მეტოქეზე მაღლა იყვნენ და ახლაც არიან.