პანათინაიკოსი, ოლიმპიაკოსი, არისი და აეკ-ი – საბერძნეთის თასის გათმაშების ნახევარფინალში 2 ისტორიული ბერძნული გრანდი და საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდები – არისი და აეკ-ი გავიდნენ.
ვიქტორ სანიკიძის “არისმა” საბერძნეთის თასის მეოთხედფინალში “კიმისი” 98:62 გაანადგურა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. ქართველი კალათბურთელი მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო ფიგურა გახლდათ. ქართველმა ფორვარდმა 11 ქულა, 10 მოხსნა, 6 პასი და 1 დაფარება მიითვალა და ერთადერთი მოთამაშე გახდა, რომელმაც ორმაგი დუბლის შესრულება შესძლო.
მაიკლ დიქსონის აეკ-მა საბერძნეთის თასის მეოთხედფინალური ეტაპი იოლად დასძლია. ათენელებმა “კოროივოსი” დამაჯერებლად 98:57 დაამარცხეს და ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც მათ ვიქტორ სანიკიძის “არისი”, “ოლიმპიაკოსი” და “პანათინაიკოსი” დახვდნენ. გასაკვირი არ ყოფილა, რომ დიქსონი, რომელიც ბერძნულ კლუბს ჩინებულად შეეწყო, ამჯერადაც გამორჩეული ფიგურა იყო.
მაიკლმა მასპინძლებს 20 ქულა, 3 მოხსნა და 4 პასი შესძინა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. 9 ოქტომბერს აეკ-ი საბერძნეთის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩს ჩაატარებს. ათენელები “აპოლონ პატრასს” ესტუმრებიან.