თსუ – თბილავიამშენი 114:11819:35, 24:30, 36:30, 35:23
თსუ: დ. ბერიშვილი (33 ქ. 4 ჩ. 3 პ), ბარბაქაძე (29 ქ. 11 მ. 5 პ. 3 ჩ), ფანჩულიძე (18 ქ. 3 ჩ), ხეცურიანი (13 ქ. 5 პ. 4 მ. 2 დ).თბილავიამშენი: მათიაშვილი (28 ქ. 10 მ. 7 პ), ბერაია (26 ქ. 5 პ. 2 ჩ), ტუღუში (14 ქ. 7 პ), მინაშვილი (14 ქ. 4 მ. 3 ჩ), ნიკოლაძე (11 ქ), ნინიაშვილი (11 ქ).
სერია: 1:0
ლევან მოსეშვილის გუნდმა თავიდანვე დიდი უპირატესობა მოიპოვა და პირველ მეოთხედში ნოდარ ბერაიას 13 ქულით დიდი სხვაობით გავიდა წინ. ნომინალურმა სტუმრებმა მეორე მეოტხედშიც არ დააგდეს ტემპი და იმავე ბერაიას, კოტე ტუღუშისა და თორნიკე ნინიაშვილის აქტიურობით 22 ქულით გაიდნენ წინ, ხოლო ყველაზე დიდი სხვაობა კი 28 ქულა გახლდათ.
მესამე მეოთხედის დასწყისში კი მეხუთე ფოლი მიიღო გუნდის კაპიტანმა, ტუღუშმა, რის შემდეგაც თსუ-მ ანგარიშში სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა, ბოლოს გაყაიმების შანსიც ჰქონდა, მაგრამ “თბილავიამშენმა” ზუსტად შეასრულა საჯარიმო სროლები და შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა.
“თბილავიამშენმა” 54 საჯარიმო ტყორცნა შეასრულა, ხოლო ორივე გუნდში კი 3-3 მოთამაშე 5-5 პერსონალურით გავარდა.
ენერჯი ინვესტი – ვითა 102:7630:28, 18:21, 34:13, 20:14
ენერჯი ინვესტი: ლეჟავა (23 ქ. 3 პ), სტეფანოვი (20 ქ. 3 მ), ტუჯანი (16 ქ. 7 მ. 2 ჩ), გამყრელიძე (13 ქ. 11 პ. 4 ჩ).ვითა: მ. ბერიშვილი (29 ქ. 5 მ. 2 ჩ), მარხვაშვილი (14 ქ), გვიმრაძე (11 ქ).
მასპინძლებმა შეხვედრა სწრაფ ტემპში დაიწყეს, თუმცა პირველ ნახევარში დიდი სხვაობით წინ ვერ გადიოდნენ, რადგან ძალიან კარგად გამოიყურებოდა “ვითას” ფორვარდი მიხეილ ბერიშვილი, რომელსაც დიდ შესვენებამდე 20 ქულა ჰქონდა დაგროვილი.
მეორე ტაიმში “ენერჯი ინვესტმა” შედარებით გაანეიტრალა ბერიშვილი, ხოლო ამ უკანასკნელის აქტიურობის გარეშე კი “ვითამ” ვეღარაფერი დაუპირისპირა მეტოქეს და “ენერჯი ინვესტიც” სერიაში 1:0 დაწინაურდა. არაჩვეულებრივი შეხვედრა ჩაატარა გიორგი გამყრელიძემ, რომელმაც 11 შედეგიანი გადაცემით დაასრულა მატჩი.
სერია: 1:0