თბილავიამშენი ფინალში გავიდა

თსუ – თბილავიამშენი 84:9823:25, 17:24, 16:25, 28:24
თსუ: ბარბაქაძე (19 ქ. 9 მ. 2 დ), ფანჩულიძე (17 ქ. 3 პ. 2 ჩ), კეიდია (14 ქ. 6 მ. 3 პ. 2 ჩ), ხეცურიანი (13 ქ. 7 პ. 5 მ), ტყეშელაშვილი (13 ქ. 3 მ).თბილავიამშენი: მინაშვილი (26 ქ. 12 მ. 3 პ), ტუღუში (23 ქ. 9 მ. 6 პ), ნიკოლაძე (23 ქ. 5 პ), კვიმსაძე (13 ქ. 6 პ. 5 მ. 3 ჩ), როდუმტა (6 ქ. 7 მ. 4 დ).
სერია: 2:3

“თბილავიამშენმა” სერიის მეხუთე შეხვედრაში პირველივე წუთებიდან მოიპოვა უპირატესობა და საბოლოოდ, კაპიტნის, კოტე ტუღუშისა და ვახტანგ მინაშვილის კარგი თამაშით გამარჯვება მოიპოვა.
ტუღუშმა თამაშიდან 9-ში 7 სროლა და 8-ში 7 საჯარიმო გამოიყენა, ხოლო მინაშვილმა კი შესაბამისად 15/10 და 5/5 შეასრულა ზუსტად.
ასევე საკმაოდ ეფექტური იყო პლასიდე როდუმტა, რომელმაც 4 დაფარებით მიმდინარე ფლეი ოფის რეკორდი დაამყარა და მეტოქის ფარზე ბურთი ხუთჯერ მოხსნა.
“თბილავიამშენმა” 42 საჯარიმოდან 31 გამოიყენა, თსუ-ს ანგარიშზე კი 11-ში 11 ზუსტი სროლა იყო.
სუპერფინალში ლევან მოსეშვილის გუნდი “ენერჯი ინვესტს” დაუპირისპირდება.
ფინალი
18 მაისი. ენერჯი ინვესტი – თბილავიამშენი (17:00, რუსთავი).
19 მაისი. ენერჯი ინვესტი – თბილავიამშენი (17:00, რუსთავი).
22 მაისი. თბილავიამშენი – ენერჯი ინვესტი (15:15, თბილისი).
თუ საჭირო გახდა
23 მაისი. თბილავიამშენი – ენერჯი ინვესტი (თბილისი).
25 მაისი. ენერჯი ინვესტი – თბილავიამშენი (რუსთავი).
III ადგილისთვის
22 მაისი. თსუ – ვითა (13:15, თბილისი).