24 იანვარი. სპორტის სასახლეფინალი
თბილავიამშენი – თსუ 110:90
33:28, 27:27, 24:15, 26:20
თბილავიამშენი: ნიკოლაძე (30 ქ. 5 მ. 5 პ), ტუღუში (23 ქ. 11 მ. 8 პ. 5 ჩ), მინაშვილი (22 ქ. 4 მ. 3 პ. 1 ჩ), ხოშტარია (17 ქ. 3 პ. 2 მ), მათიაშვილი (14 ქ. 12 მ. 3 პ. 1 დ), იმნაძე (2 ქ. 1 მ), კვიმსაძე (2 ქ. 2 პ. 1 მ. 1 ჩ. 1 დ), ბერაია, მოსეშვილი, ნინიაშვილი, სუხიშვილი.
მთავარი მწვრთნელი: ლევან მოსეშვილიასისტენტები: ვაჟა მხეიძე, ვახტანგ მოსეშვილი
თსუ: ბარბაქაძე (23 ქ. 7 მ. 2 პ. 2 ჩ), დ. ბერიშვილი (17 ქ. 8 პ. 3 მ. 2 ჩ), კეიდია (15 ქ. 7 მ. 2 დ), არწივიძე (13 ქ. 3 მ. 2 პ. 1 ჩ), ტყეშელავილი (12 ქ. 5 მ. 1 პ), ფანჩულიძე (8 ქ. 6 პ. 2 მ. 2 ჩ), ყველაშვილი (2 ქ. 1 მ. 1 ჩ. 1 დ), ბ. ნოზაძე, ივანეიშვილი, ხიზანოშვილი.
მთავარი მწვრთნელი: ნუგზარ ჭეიშვილი ასისტენტი: ნუგზარ მარკოიშვილი
საუკეთესო მოთამაშე: გიორგი ნიკოლაძე (თბილავიამშენი) – 38 წუთი, 30 ქულა, 5 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 4 პერსონალური შენიშვნა, 3 შეცდომა.
ზედიზედ მეორედ, საქართველოს თასის მფლობელი “თბილავიამშენი” გახდა. ფინალში ლევან მოსეშვილის გუნდმა ნუგზარ ჭეიშვილის თსუ დაამარცხა 110:90, ხოლო საუკეთესო მოთამაშის ტიტული კი გამარჯვებულ გუნდში ყველაზე შედეგიანმა, უკანახაზელმა გიორგი ნიკოლაძემ მოიპოვა.
პირველი ნახევარი ორივე გუნდის მხრიდან სროლების ძალიან მაღალი პროცენტული მაჩვენებლით შესრულებით აღინიშნა. თსუ-მ 19 სამქულიანიდან 12 გამოიყენა, ხოლო “თბილავიამშენმა” კი საშუალო სროლების 70 პროცენტი გამოიყენა.
სოლირებდა გიორგი ნიკოლაძე, ვისაც პირველ ორ მეოთხედში 22 ქულა ჰქონდა დაგროვილი, თუმცა “თბილავიამშენის” რიგებში ირაკლი ხოშტარიასა და დავით იმნაძეს 4-4 პერსონალური შენიშვნა ჰქონდათ მიღებული და ისინი გავარდნის საშიშროების წინაშე იყვნენ.
პირველი ტაიმი “თბილავიამშენმა” მხოლოდ 5 ქულით მოიგო, თუმცა მეორე მეოთხედში ლევან მოსეშვილის გუნდი ერთი პირობა 15 ქულასაც (48:33) კი იგებდა.
დიდი შესვენებისას ახალგაზრდულ ასაკობრივ ნაკრებებში ნაჩვენები კარგი შედეგების გამო, მწვრთნელებს დავით უსტიაშვილსა და ნიკოლოზ ჩერქეზიშვილს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელების წოდება მიენიჭათ.
მეორე ტაიმში თსუ-ს, პირველი ნახევრისგან განსხვავებით, არ წაუვიდა შორეული ტყორცნები და სტუდენტებმა 14 სამქულიანიდან მხოლოდ 2 გამოიყენეს, “თბილავიამშენს” კი ყველაფერი გამოსდიოდა.
გიორგი ნიკოლაძემ თამაშიდან 14/9, ხოლო საჯარიმოს ხაზიდან კი 8.7 სროლა შეასრულა ზუსტად, კოტე ტუღუშს სამმაგ დუბლამდე ამჯერად მხოლოდ 2 შედეგიანი გადაცემა დააკლდა, ხოლო ფარქვეშეთში კი დომინირებდნენ რიჩარდ მათიაშვილი და ვახტანგ მინაშვილი. მიმდინარე სეზონში თავისი ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა გუნდის კაპიტანმა ირაკლი ხოშტარიამაც ჩაატარა და “თბილავიამშენმა” ტიტული მოსალოდნელზე იოლად დაიცვა.