საკალათბურთო კლუბი “თბილისი ბასკეტ იბერის” 2009-2010 წელს დაბადებულთა გუნდი ბალტიის ლიგაში ასპარეზობს. კლუბმა “იბერმა” ფართოდ გაჭრა ევროპული კალათბურთის ფანჯარა და სხვადასხვა ასაკობრივი გუნდები საერთაშორისო ტურნირებში, ძირითადად ბალტიის ლიგაში ასპარეზობენ. “იბერის” 13-წლამდელთა გუნდი კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პროგრამის მონაწილეა და ბალტიის ლიგაში სამონაწილეოდ 50-პროცენტიან დაფინანსებას იღებს, ხოლო 10-წლამდელთა გუნდმა საკუთარი სახსრებით ახერხებს აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობას.
ამროსი ორმოცაძის გაწვრთნილი “თბილისი ბასკეტ იბერი” 13, 14 და 15 დეკემბერს ლატვიის დედაქალაქ რიგაში იმყოფებოდა, სადაც ბალტიის U10 ლიგის პირველი წრის 4 მატჩი გამართა. სულ ამ ლიგაში 20 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 1 ჯგუფში არიან თავმოყრილნი. “იბერმა” 5 მატჩი გამართა, საიდანაც 2 მოიგო, ხოლო 3 – დათმო.
თბილისურმა გუნდმა ესტონურ ნორდს 39:24, ხოლო ფინური მასუ ბასკეტი 87:9 დაამრცხა. იბერი ბასკეტი რუსულ “კარელიასთან” (29:34), ლიტვურ “შაულიაისთან” (30:73) და ესტონურ “რაიდორთან” (26:44) დამარცხდა.
ამ მატჩებში საშუალოდ მოგროვებული 9.5 ქულით გამოირჩა ნიკოლოზ საზანდარაშვილი. მოხსნებში საშუალოდ მოგროვებული 10.3 ერთეულით საუკეთესო იყო იოანე გზირიშვილი. ამ მოთამაშეებთან ერთად “თბილისი ბასკეტ იბერის” შემადგენლობაში შედიოდნენ: ნიკოლოზ კოდუა, ნიკოლოზ ჩიქობავა, შოთა გაგნიძე, ლუკა მინდიაშვილი, დათო მაჩიტიძე, გუგა ნამგალაური, დათა ბოისა, ვასო სვანიძე, საბა გიორგაძე, სანდრო გურასპაული და ნიკოლოზ მულაძე.
ბალტიის ლიგის შემდეგი წრის მატჩებს იბერელები იანვრის თვეში გამართავენ.