საქართველოს კალათბურთის ფედერაციისა და საქართველოს კალათბურთის მსაჯთა კავშირის ორგანიზებით 25-27 მარტს თბილისი ფიბა-ევროპისა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მსაჯთა ერთობლივ რეგიონალურ სემინარს უმასპინძლებს. სემინარს უხელმძღვანელებს ფიბა-ევროპის მსაჯთა და საშეჯიბრო დეპარტამენტების დირექტორი რიჩარდ სტოქსი.
რიჩარდ სტოკსი, ფიბა-ს ყოფილი არბიტრი, რომელსაც მდიდარი სამსაჯო გამოცდილება აქვს და სხვადასხვა უმაღლესი დონის ტურნირებზე უმსაჯია, ქართველი მსაჯებისთვის, კომისრებისთვის, მსაჯ-მდივნებისთვის და მწვრთნელებისთვის სამდღიან სემინარს ჩაატარებს. თბილისში საგანგებოდ სემინარებზე დასასწრებად აზერბაიჯანელი მსაჯები და კომისრები ჩამოვლენ.
25 მარტს, სემინარის დაწყებამდე, სასტუმრო „რედისონში“, 14:30 საათზე, რიჩრდ სტოკსი საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად პრესკონფერენციას გამართავს, ხოლო 26 მარტს, 12 საათზე, ფიბა-ევროპის ჩინოსანი სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეს, თამაზ თევზაძეს შეხვდება.
სემინარის ჩატარების განრიგი
25 მარტი. სასტუმრო „რედისონი“ (მსაჯები, კომისრები, მსაჯი-მდივნები)
15:00 – 15:15 ფიბა-ევროპის მსაჯობის ფილოსოფია
15:15 – 16:15 მექანიკა
16:15 – 16:30 შესვენება
16:30 – 17:30 მატჩისწინა კონფერენცია, კომისრის ფუნქციები
17:30 – 17:45 შესვენება
17:45 – 18:45 კრიტერიუმი (კონტაქტი): სროლის აქტი, უპირატესობა/არაუპირატესობა
18:45 – 19:00 შესვენება
19:00 – 20:00 მატჩის კონტროლი, კომისრის ფუნქციები
26 მარტი. სასტუმრო „რედისონი“ (მსაჯები, კომისრები, მწვრთნელები)
17:00 – 18:00 კომუნიკაცია და თამაშის მართვა
18:00 – 18:15 შესვენება
18:15 – 19:15 არასპორტული და ტექნიკური ჯარიმები
19:15 – 19:30 შესვენება
19:30 – 20:30 შეჯამება და კითხვა-პასუხი
27 მარტი. სპორტის სასახლე
12:00 – 20:00 სუპერლიგის მატჩებზე მსაჯების ინსტრუქტაჟი და მსაჯობის ანალიზი
კალათბურთის ფედერაცისს პრეს-სამსახური