თბილისი2015: გოგონებმა მე-7 ადგილისთვის მატჩი თურქეთთან დათმეს

თბილისი2015: გოგონებმა მე-7 ადგილისთვის მატჩი თურქეთთან დათმეს

მიმდინარე ოლიმპიური ფესტივალის ბოლო დღეს, თურქეთის ნაკრებმა საქართველოს ეროვნულ გუნდს, ანგარიშით 72:40 სძლია და მე-7-ე ადგილზე გავიდა.
შეხვედრა თურქი კალათბურთელების დიდი უპირატესობით მიმდინარეობდა და საბოლოოდ მასპინძელი ქვეყნის ნაკრები 32 ქულის სხვაობით დაამარცხეს.

„მადლობას ვუხდით საქართველოს ფესტივალის ორგანიზებისთვის. ვერ ვიტყვი, რომ ჩემი გუნდით კმაყოფილი ვარ, რადგან მეშვიდე ადგილისთვის ვიბრძოდით. ბედნიერები ვართ, რომ ოლიმპიურ ფესტივალში მივიღეთ მონაწილეობა,“- განაცხადა თურქეთის ნაკრების მწვრთნელმა სალენ ტატლიდედემ (Selen Tatlidede).
თურქეთის კალათბურთელებმა ოლიმპიურ ფესტივალზე მეორედ გაიმარჯვეს და მეშვიდე ადგილი მოიპოვეს.
საქართველოს ეროვნული გუნდი თბილისი 2015-ზე მე-8-ე ადგილზე გავიდა
tbilisi2015.com