თბილისის 13-წლამდელთა ჩემპიონატის 2 მატჩი აკადემიაში

თბილისის 13-წლამდელთა ჩემპიონატის 2 მატჩი აკადემიაში

დღეს, საკალათბურთო აკადემიის დარბაზში თბილისის 13 წლამდელთა ჩემპიონატის 2 მატჩი გაიმართა. დედაქალაქის კალათბურთის განვითარების კავშირის მიერ კალათბურთის ეროვნული ფერეციის დახმარებით ორგანიზებული ტურნირი გასულ კვირას დაიწყო და მასშ 16 გუნდი მონაწილეობს.

სანამ პლეი ოფი დაიყება, გუნდები ჯგუფებში ასპარეზობენ და მეორე ეტაპზე გამსვლელი ადგილების მოპოვებას ცდილობდნენ. დღვანდელი მატჩებიდან  ერთი ძალიან დაძაბული გამოდგა. ლელა ცანავას გაწვრთნილმა “ბასტიონმა” დაძბულ ორთაბრძოლაში, ბოლო წამებზე დაამარცხა “იმედი”.
ბასტიონელები წინა ტურის მატჩში, “მართვესთან” სათამაშოდ არ გამოცხადდნენ და მათ ტექნიკური წაგება – 0:20 დაეწერათ, დღეს კი ცანავას გუნდმა პირველი გამარჯვება მოიპოვა. ბასტიონელები მთელი თამაშის მანძილზე მცირედით ლიდერობდნენ, “იმედი” კი ბოლო წამებამდე გამარჯვების შანსს იმსახურებდა, თუმცა საბოლოოდ 1 ქულით – 45:46 დამარცხდა.
მეორე მატჩში “აკადემიამ” 61:29 გაანადგურა “მართვე” და “ბ” ჯგუფში მეორე გამარჯვება მოიპოვა.
                  თბილისის ჩემპიონატი 13-წლამდელთა შორის. აკადემია. 28 იანვარი                 
იმედი – ბასტიონი       45:46                                                                     
მართვე – აკადემია       29:61