თბილისის 13-წლამდელთა ჩემპიონატში მე-3 ადგილი “შსს-მართვემ” დაიკავა

თბილისის 13-წლამდელთა ჩემპიონატში მე-3 ადგილი “შსს-მართვემ” დაიკავა

დედაქალაქის 13-წლამდელთა ჩემპიონატის მე-3 ადგილის მფლობელი “შსს-მართვე” გახდა. ზვიად დიდბარიძისა და ნინო ყიფშიძის გაწვრთნილმა გუნდმა ბრინჯაოს მედლებისთვის მატჩში ირაკლი მაისურაძის TBC დაამარცხა.
“შსს-მართვეს” გამარჯვების მოპოვება არ გასჭირვებია. პირველივე მეოთხედის შემდეგ 13 ქულით დაწინაურდა და დარჩენილ დროში უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია. შედეგიანად ირჯებოდა ნიკა ნიკოლაიშვილი, რომელმაც საბოლოოდ 26 ქულა დააგროვა და “შსს-მართეს” გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.
საბოლოოდ “შსს-მართვემ” 69:51 გაიმარჯვა და თბილისის ჩემპიონატი მე-3 ადგილზე დაამარცხა. ბრინჯაოს მედლების მფლობელი ხვალ, სპორტის სასახლეში, ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ დაჯილფდოვდება. დედაქალაქის ჩემპიონის გამოსავლენად ერთმანეთს “ჰიუნდაი” და “აკადემია” შეხვდებიან.
 
თბილისის ჩემპიონატი 13-წლამდელთ შორის. მე-3 ადგილისთვის. აკადემია. 14 თებერვალი
TBC 51:69 შსს-მართვე
8:21, 15:13, 9:19, 19:16
TBC: ქუტიძე (22), მიქაია (9), საყვარელიძე (6)
შსს-მართვე: ნიკოლაიშვილი (26), ბიჭიაშვილი (12), გურგენიძე (10)