თბილისის 13-წლამდელთა ჩემპიონატში ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ

თბილისის 13-წლამდელთა ჩემპიონატში ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ

თბილისის 13-წლამდელთა ჩემპიონატში მეოთხედფინალისტები გამოვლინდნენ. ასევე ცნობილი გახდა იმ 2 გუნდის ვინაობაც, რომლებმაც მეოთხედფინალში გასულ 8 გუნდთან ერთად საქართველოს ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვეს.
დღეს, 53-ე საშუალო სკოლის დარბაზში 4 მეოთხედფინალი და 2 საკვალიფიკაციო (ქვეყნის პირველობაზე გასასვლელი) მატჩები გაიმართა. პირველი ნახევარფინალისტი TBC შეიქნა, რომელმაც მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში “ვარსკვლავებს” 45:31 მოუგო.
ბრძოლა არ შედგა “აკადემიასა” და “მართე 2”-ის დაპირისპირებაში. ალექსი ჯაფარიძის გაწვრთნილმა აკადემიელებმა ზედმეტი გართულების გარეშე, საკმაოდ იოლად – 75:35 დაამარცხეს მეტოქე და ნახევარფინალში გავიდნენ.

ეს-ესაა, “შსს-მართვემ” “დინამო” 64:61 დაამარცხა
პლეი ოფის მომდევნო წრეში “აკადემიის” მეტოქე ძალიან დაძაბულ ბრძოლაში გამოვლინდა. “შსს-მართვესა” და “დინამოს” მატჩი თანაბარ და საინტერესო ბრძოლაში მიმდინარეობდა, რომლის ბედიც ბოლო წამებზე გადაწყდა. გაბრიელ გორგაძის გააზრებული  და ნიკო ნიკოლაიშვილის ზუსტი თამაშის წყალობით “შსს-მართვემ” 3 ქულის სხვაობით – 64:61 გაიმარჯვა და ხვალ, 10 თებერვალს, ნახევარფინალში “აკადემიას” შეხვდება.
ბოლო ნახევარფინალისტი “ჰიუნდაია”, რომელმაც უბრძოლველად – 70:28 დაამარცხა “მართვე”. ლაშა თოიძის გაწვრთნილი ჰიუნდაელების მეტოქე TBC იქნება. ნახევარფინალური მატჩები საკალათბურთო აკადემიის დარბაზში გაიმართება.
რაც შეეხებათ საქართველოს ჩემპიონატზე გასულ გუნდებს, ისინი თსუ და “ჰიუნდაი 2” არიან. სახელმწიფო უნივერსიტეტელებმა დრამატულ ბრძოლაში, 1 ქულის სხვაობით – 54:53 დაამარცხეს “შსს-მართვე 2”, ხოლო მეორე შეხვედრაში “ჰიუნდაი 2”-მა “ბასტიონს” 54:37 აჯობა.