„აკადემია“ – „ჰიუნდაი“! თბილისის 13-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალი ასეთი იქნება. ამ გუნდებმა დღეს, ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში ნახევარფინალური მატჩები მოიგეს.
განსაკუთრებით საინტერესო გამოდგა „ჰიუნდაისა“ და „აკადემიას“ დაპირისპირება. პირველი მეოთხედი ლაშა თოიძის გაწვრთნილმა ჰიუნდაელებმა 22:8 მოიგეს და ფინალში გასასვლელად ხელსაყრელ სიტუაციაში აღმოჩდნენ. „აკადემიას“ ფარქვეშ უჭირდა და სწორი ტაქტიკური გადაადგილებების შედეგად აღნიშნული პრობლემა მეორე პერიოდში აღმოიფხვრა.
აკადემიელებმა თამაში გაათანაბრეს და დიდი შესვენების შემდეგ სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს, რაც ანგარიშზე უმალ აისახა. დიდი მუხტი შემოიტანა მოედანზე გამოსულმა დათო წერეთელმა, რომელმაც სწრაფი გარღვევებით ჩამორჩენის აღმოფხვრას და აკადემიელთა დაწინაურებას დაუდო სათავე.
წერეთელი საბოლოოდ 20 ქულით ბომბარდირი გახდა და თანაგუნდელებთან ერთად გამარჯვებაც ღირსეულად დაიმსახურა. „აკადემიამ“ 56:50 იმარჯვა და დედაქალაქის ჩემპიონობისთვის 7 თებერვალს, სპორტის სასახლეში „დინამოს“ შეერკინება.
დინამოელებმა დღეს გამართულ მეორე ნახევარფინალურ მატჩში „ოლიმპს“ იოლად – 90:59 მოუგეს. მესამე ადგილისთვის მატჩში ერმანეთს „ჰიუნდაი“ და „ოლიმპი“ დაუპირისპირდებიან (იხილეთ პლეი ოფის ბადე)
შეგახსენებთ, რომ თბილისის ჩემპიონატის 8 მეოთხედფინალისტმა საქართველოს 13-წლამდელთა ჩემპიონატის საგზურები მოიპოვა.