თბილისის 14-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დასასრულს მიუახლოვდა

თბილისის 14-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დასასრულს მიუახლოვდა

დღეს, საკალათბურთო აკადემიაში თბილისის ჩემპიონატის 6 მატჩი გაიმართა. ტურნირს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის დახმარებით ორგანიზებას თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი უწევს. ჯგუფური ეტაპის დასრულებას რამდენიმე მატჩი უკლია, რომლებიც ხვალ, 7 დეკემბერს გაიმართება.

3 ჯგუფში განაწილებული 15 გუნდი პლეი ოფში გასასვლელად იბრძვის. თითოეული ჯგუფის საუკეთსო 2 გუნდი მეოთხედფინალში გავა. 8 გუნდს თითოეული ჯგუფის საუკეთესო 2 მესამეადგილოსანი შეავსებს. ეს 8 გუნდი ავტომატურად გავა საქართველოს ჩემპიონატზე. ქვეყნის პირველობის დარჩენილი 2 საგზურისთვის ჯგუფებში მე-4 ადგილებზე გასული გუნდები და უარესი შედეგის მქონე მესამეადგილოსანი იბრძოლებენ.
რამდენიმე გუნდმა უკვე გაინაღდა მეოთხედფინალის საგზური, თუმცა ხვალ ყველა მათგანი გვეცოდინება. გთავაზობთ დღეს გამართული თამაშების შედეგებს და სატურნირო მდგომარეობას.
თბილისის ჩემპიონატი 14-წლამდელებში. საკალათბურთო აკადემია. 6 დეკემბერი
1-ელი ექს.სკოლა – თსსუ      71:49
შსს – აკადემია 2                      97:43
ჰიუნდაი 2 – ბასტიონი          80:58
ოლიმპი – აკადემია 3             81:49
აკადემია 1 – ნიკეა                  75:71
ჰიუნდაი 3 – თიბისი              50:35