თბილისის 14-წლამდელთა ჩემპიონატისთვის გუნდები კენჭისყრით დაჯგუფდნენ

თბილისის 14-წლამდელთა ჩემპიონატისთვის გუნდები კენჭისყრით დაჯგუფდნენ

თბილისის 14-წლამდელთა ჩემპიონატი 25 ოქტომბერს დაიწყება და მასში მონაწილეობას 14 გუნდი მიიღებს. დღეს, სპორტის ახალ სასახლეში აღნიშნული ტურნირის კენჭისყრა გაიმართა, რომელზეც გუნდები 3 კალათაში გადანაწილდნენ.
ჩემპიონატში 3 გუნდით გამოვა „საკალათბურთო აკადემია“, ხოლო ზაზა ფაჩულიას აკადემია 2 გუნდით იასპარეზებს. ცხადია, ეს გუნდები სხვადასხვა ჯგუფებში განითესნენ, ხოლო დანარჩენებმა კენჭისყრის შედეგად ჯგუფები შეავსეს.
გარდა იმისა, რომ დედაქალაქის საუკეთესო სამეულს გამოავლენს, თბილისის 14-წლამდელთა ჩემპიონატს საქართველოს პირველობის შესარჩევი ტურნირის დატვირთვა ექნება. გათამაშების ფორმატის თანახმად, თითოეული ჯგუფიდან პლეი ოფში პირდაპირი გზით გავა 2-2 საუკეთესო გუნდი, ხოლო მეოთხედფინალებს 3 მესამეადგილოსნიდან 2 საუკეთესო შეავსებს. სწორედ მეოთხედფინალში გასული 8 გუნდი მოიპოვებს საქართველოს ჩემპიონატის საგზურებს.