თბილისის 14-წლამდელთა ჩემპიონატში ასპარეზობის მსურველთა საყურადღებოდ

თბილისის 14-წლამდელთა ჩემპიონატი სტარტს მიმდინარე თვეში აიღებს. ტურნირში მონაწილეობის მსურველი გუნდების რეგისტრაცია დაწყებულია. ჩემპიონატის საორგანიზაციო საკითხების შესაჯერებლად სამუშაო შეხვედრა დანიშნულია ახალ სპორტის სასახლეში (უნივერსიტეტის ქუჩა) 7 დეკემბერს, 12:00 საათზე.
იმ გუნდების წარმომადგენლებს, რომლებსაც სურთ თბილისის 14-წლამდელთა ჩემპიონატში მონაწილეობა, გთხოვთ დაესწროთ აღნიშნულ შეხვედრას.