თბილისის 14-წლამდელთა ჩემპიონატში ჯგუფური ეტაპი დასრულდა. ტურნირის მონაწილე 14 გუნდიდან, რომლებიც 3 ჯგუფში იყვნენ გადანაწილებულნი, საუკეთესო რვამ მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
დებულების თანახმად, პლეიოფში თითო ჯგუფის 2-2 საუკეთესო გუნდი გადიოდა, რომლებსაც 2 საუკეთესო მესამეადგილოსანი ემატებოდა. ჯგუფიდან პირდაპირი გზით მეოთხედფინალის საგზურები მოიპოვეს „“აკადემიამ“, „ზაზამ“, „არმიამ“, „სოხუმმა“, „ოვერტაიმმა“ და „მაკაბიმ“. საუკეთესო 3 მესამეადგილოსნიდან (იბერი, ჰიუნდაი, დინამო) პლეი ოფის დარჩენილი 2 საგზური დინამომ და ჰიუნდაიმ მოიგო.
რადგან ჯგუფებში გუნდების თანაბარი რაოდენობა არ იყო, მესამეადგილოსანთა კლასიფიკაციისთვის მათი თამაშების გათანაბრება გახდა საჭირო. ამიტომაც, დინამოს და ჰიუნდაის, რომლებიც 5-გუნდიან ჯგუფში იყვნენ, ბოლო ადგილებზე გასულ გუნდებთან ნაჩვენები შედეგები ჩამოეჭრათ. შესაბამისად, დინამოს „აკადემია 3“-თან, ხოლო „ჰიუნდაის“ „აკადმეია 2“-თან მოპოვებული მოგებები გაუუქმდათ.
შესაბამისად, სამივე მესამეადგილოსანს მოგებ-წაგებათა თანაბარი ბალანსი და 4-4 ქულა დაუგროვდათ. ბურთების შეფარდებით საუკეთესო გახდა დინამო (+2), მეორეზე ჰიუნდაი (-22) გავიდა, ხოლო იბერს ბრთების შეფარდების -36 ბალანსი დაუგროვდა და პლეი ოფის მიღმა დარჩა.
აქვე აღვნიშნავთ, რომ თბილისის პირველობას საქართველოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის დატვირთვაც აქვს და ის 8 გუნდი, რომელიც პლეი ოფში გავიდა, ქვეყნის პირველობის საგზურები მოიპოვეს.
მეოთხედფინალური მატჩები 2 ნოემბერს სპორტის ახალ სასახლეში გაიმართება.